I want to be forever young ♥

                                                                                

Posted in Uncategorized | Tagged , , , , , | 1 Comment

გაფერადება

პოსტის წერას ვიწყებ.. იმდენი ხანია უკვე,რაც აღარ დამიწერია,ეს ყველაფერი მეუცხოება,მაგრამ თავისუფლი დრო გამოვნახე და მეც შევუდექი წერას.
განწყობა საკმაოდ კარგი მაქვს გუშინდელი დღის მერე. ალბათ იცით ჩემი დამოკიდებულება ფერებისადმი. მე ხომ ასე ძალიან მიყვარს რავალფეოვნება.  გუშინ კი შანსი მომეცა ერთი დღე გამეფერადებინა (დღე და არა ადამიანები) ალბათ უკვე ხვდებით რაზე ვსაუბრობ.

ვიდეოს ნახვის შემდეგ კი ორმაგად დავინტერესდი,მე როგორც ოპტიმისტს მეგონა,რომ იქ კუსტბაზეც მსგავსი სიტუაცია იქნებოდა.   მართალია შევცდი,როცა ეს მეგონა,მაგრამ მაინც კარგად გავერთე მეგობრებთან ერთად. ^_^ 

ალბათ არ ვიქნებით მართლები თუ ყველაფერს ორგანიზატორებს დავაბრალებთ. ორგანიზატორი რა შუაშია,როცა იქ მისული სტუმარი ფერად ფხვნილს პირდაპირ თავზე იყრის (ან სხვას აყრის) და როცა უკვე ფერები უნდა გაუშვას ყველამ,ფხვნილი უკვე არავის აღარ აქვს. მოკლედ მოლოდინმა არ გაამართლა,მაგრამ მე მაინც იმედი მაქვს,რომ შემდეგში უკეთესად გავფერადდებით ^_^
და კიდევ..

უკვე ყოველდღე ვუსმენ ^^
 

Posted in Uncategorized | 4 Comments

შემოდგომის ბოლოს?!

კიდევ კარგი გუშინ არ დაიწყო თოვა  თორემ ხომ მომიწევდა სათაურის შეცვლა. მერე იქნებოდა “ზამთრის ერთი ცივი დღე”… გამიმართლა,რადგან გუშინ მოვასწარი და შემოდგომა გადავიღე.როგორც გავიგე ახლა იმ ადგილას თოვლია. ^__^
რამოდენიმე ფოტო ჩამომყვა ტყიდან ანუ იმ გარემოდან სადაც შემოდგომა და მისი ყველა ფერი იგრძნობა.






 სულ ეს იყო ჩემი ფერადი შემოდგომა 🙂

Posted in Uncategorized | Tagged | 13 Comments

ისევ ფიქრები

ხალხზე დაკვირვება ყოველთვის მიყვარდა.ხალხთან ერთად კი მიყვარს ჩემ თავზე დაკვირვებაც.მიყვარს ფიქრი,ზოგჯერ უაზრო,მაგრამ სწორედ ამ უაზრო ფიქრისას მომდის ათასი აზრი თავში.

ახლა კი დავფიქრდი ხალხზე. დიახ! სწორედ იმათზე,რომლებიც ყოველ დღე ჩემ გარშემო არიან და რომლებიც ჩემსავით მოძრაობენ.
რატომ? რატომ?

Continue reading

Posted in Uncategorized | Tagged , , , , , , | Leave a comment

ჩემი ფორთოხლისფერი ბლოგი

დიდი ხანია არაფერი დამიწერია. ამ დროის განმავლობაში ბევრჯერ მინდოდა პოსტის დაწერა.ზოგჯერ აზრებსაც ვაწყობდი,მაგრამ აქ დაჯდომისას აზრები ქრებოდა,მეტიც სულ მავიწყდებოდა  ბლოგზე შემოსვლა.

ეს ყველაზე კარგად შეესაბამება :დ

ბლოგი ერთი წლის წინ გავაკეთე,მაგრამ აქაურობას არაფერი ეტყობა,რომ უკვე ერთი წელია რაც არსებობს. 😀
როგორც ყოველთვის ალბათ წინა წელსაც ასე ცხელოდა და ალბათ დაახლოებით ეს დრო იყო როცა კომპიუტერს მივუჯექი. მაშინ არც ქართული ბლოგების მკითხველი ვიყავი და ზოგადად არც ბლოგებზე გამეგებოდა რამე.ბოლოს კი blogspotზე დავრეგისტრირდი  და იქ დავიდე ბინა,მაგრამ შემდეგ wordpress_ზე გადავედი.(ეს იყო მოკლე მიმოხილვა როგორ აღმოვჩნდი ბლოგზე) თავიდან გარკვევის პროცესში ვიყავი და იშვიათად ვწერდი,მაგრამ შემდეგ პირველი პოსტიც დავწერე,მას კი მეორე, მესამე მოყვა…
ფაქტიურად როცა ბლოგი გავაკეთე არანაირი მიზანი არ მქონდა. უბრალოდ მინდოდა ზაფხულის ცხელი დღეები ასე გადამეტანა და კომპიუტერთან ჯდომისას პოსტები მაინც მეწერა.
ჩემმა ბლოგმა კი ჩემს ვირტუალურ სამყაროში დიდი ადგილი დაიკავა ♥
ერთი წელი გავიდა. ბლოგს ბოლომდე გადავხედე. მართალია შემეძლო უკეთესად მეწერა და ასევე უფრო მეტი,მაგრამ მე მაინც მეამაყება ჩემი ფორთოხლისფერი ბლოგი. ამ დოის განმავლობაში კი უკეთ გავეცანი ქართულ ბლოგოსფეროს. ^^

Posted in Uncategorized | 2 Comments

უკვე მეორედ

რამდენი ხანია აქ აღარ ვყოფილვარ. მომენატრა წერა  და გადავწყვიტე დაბრუნება. თანაც უკვე არდადეგები დაიწყო. ^__^ რადგან არდადეგები მაქვს ეს იმას ნიშნავს, რომ მაქვს უამრავი თავისუფალი დრო, ვიღვიძებ გვიან, დიდ დროს ვატარებ კომპიუტერთან , ვკითხულობ,ვუყურებ ფილმებს ^__^ (ჩამოვწერე ფილმების სია რასაც უნდა ვუყურო) რაც მთავარია არანაირი სკოლის წიგნები და არანაირი ნერვიულობა არაფერზე. ^_^
მართალია ძალიან ცხელა უკვე,მაგრამ ჯერ უნდა გავუძლო სხვა გზა არ მაქვს. 😀
მოკლედ დავბრუნდი და შევეცდები ვწერო(გავზარმაცდი) 

Posted in Uncategorized | 6 Comments

“L’Aurore-სიმღერა ორ ადამიანზე”

დღეს კინოთეატრ “ამირანში” ფრიდრიხ მურაუს მიერ 1927 წელს შეერთებულ შტატებში გადაღებული პირველი მუნჯი ფილმის ჩვენება გაიმართა. პროექტი გერმანულ-ფრანგული კულტურული პროექტების ელიზეს ფონდის ფინანსური ხელშეწყობით განხორციელდა.
ფილმი გადაღებულია ჰერმან ზუდერმანის წიგნის “მოგზაურობა ტილსიტში” მიხედვით.

საზაფხულო არდადეგებზე ქალაქიდან სოფელში ჩასული ქალი ერთ-ერთ გლეხკაცთან რომანს გააბამს.იმისთვის,რომ ამ ურთიერთობას აღარაფერმა შეუშალოს ხელი, კაცი ცოლის ტბაში დახრჩობას განიზრახავს.მეორე დღეს ცოლთან ერთად ნავით ტბაზე გაისეირნებს,თუმცა საქმე საქმეზე რომ მივა, ის მკვლელობას ვერ ჩაიდენს.ცოლი გაიქცევა,ქმარი უკან დაედევნება და ორივე ქალაქში მოხვდება. ქმარი თავის საქციელს მოინანიებს და ცოლი შეურიგდება.ისინი ქალაქში დაუვიწყარ დროს გაატარებენ.
უკანა გზაზე,ნავით ტბაზე გადასვლისას,ქარიშხალი ამოვარდება და ნავს ჩაძირავს.ქმარი სანაპიროზე გავა,მაგრამ ცოლს ვერ იპოვის.იგი დარწმუნებულია, რომ ცოლი დაიღუპა. გლეხს თავისი ყოფილი საყვარელი გამოეცხადება,იგი კი მის დახრჩობას ეცდება,კაცს მხოლოდ ის შეაფერხებს,რომ უეცრად ცოლის გადარჩენის ამბავს გაიგებს.საყვარელი ქალაქში დაბრუნდება,ბედნიერი ცოლ-ქმარი კი ერთად ხვდებიან მზის ამოსვლას.

ეს იყო მუნჯი კინო,რომელიც გრძნობებით საუბრობდა. მე პირადად ძალიან მომეწონა მუსიკალური გაფორმება. ფილმს მუსიკალურად გიტარისტი,ოლივიე მელანო აფორმებდა.


Posted in Uncategorized | 7 Comments

სანამ ცოცხალი ვარ…

საერთოდ ძალიან მომწონს თაგ-თამაშები. ერთი სათაურის ქვეშ  ძალიან მრავალფეროვანი და განსხვავბეული “პოსტები” იწერება. ყველას კი საერთო სათაური აქვს. ^^ ჰოდა.პირველად პოსტი  ჩხიკვის ბლოგზე წავიკითხე და ძალიან მომეწონა შემდეგ  ანას დახმარებით მეც ჩავერთე.რის გამოც მადლობა ანას!  ჯერ მხოლოდ 14 წლის ვარ და რათქმაუნდა სურვილებიც ბევრი მაქვს. მათი ასრულება მანამდე უნდა მოვასწრო სანამ ცოცხალი ვარ(რომ მოვკვდები მერე ისედაც ვეღარ ავისრულებ 😦 )

მინდა უდარდელი,ლამაზი ბავშვობა მქონდეს,ჩემს გარშემო ყველა ბედნიერი იყოს
მინდა ქუჩაში მომღიმარ სახეებს ვხედავდე.
მინდა მზის სხივები მათბობდეს.ყოველი ახალი დღე მახარებდეს.
სანამ ცოცხალი ვარ მინდა ბევრი კარგი საქმე გავაკეთო.
◊ მინდა მქონდეს სახლი ხეზე. სადაც მე ვიცხოვრებ,ყოველ დილით ჩიტების ხმა გამაღვიძებს და არა მაღვიძარის.
◊ მინდა ეიფელის კოშკზე ავიდე და იქედან ქაღალდის გულები გადმოვყარო.
მინდა ყოველი დღე განსხვავებული, სიახლეებით დატვირთული იყოს.მე ხომ ასე ძალიან არ მიყვარს ერთფეროვნება.
მინდა სამოგზაუროდ წავიდე და უამრავი ფოტო გადავიღო.
მინდა სანამ ვვარსებობთ ადამიანებმა ერთმანეთს გული არ ვატკინოთ.
მინდა სანამ ცოცხალი ვარ ნამდვილი თავისუფლება შევიგრძნო.
მინდა ერთი დღით გადავიკარგო,ვიარო ბევრი. სახლში არ მოვიდე.
◊მინდა ჩემი მეხსიერება კარგი მოგონებებით იყოს სავსე და როცა მოვხუცდები ჩემი ცხოვრების საუკეთესო  წუთები გავიხსენო.
◊ მინდა ოცნებები ხდებოდეს….

ვთაგავ: მარის ., ნინოს, wissner, ჭინკას. დეკემბერიუსს ძალიან მაინტერესებს და ველოდები თქვენს პოსტებს. ^^

Posted in Uncategorized | Tagged , | 25 Comments

პროფილის ქალი და სხვა საოცრებები

სანამ უშუალოდ სათაურის მთავარ აზრზე გადავიდოდე პატარა შესავალს გავაკეთებ. არასოდეს არ დავინტერესებულვარ სხვისი პირადი ცხოვრებით და არ დამიწყია პოპულარული ხალხის გაჭორვა ჟურნალში  ამოკითხული ჭორების მიხედვით. პირადს ჩემი აზრით იმიტომ ქვია პირადი,რომ ის არავის განსახილველი არ არის და მხოლოდ რეიტინგის გამო(პოპულარულმა ადამიანებმა) ამაზე ხალხი არ უნდა აჭორაო,მაგრამ რადგან პოპულარობა ასეთი “საოცარი ნიჭია” ჭორები მას ყოველთვის თან სდევს. ჭორები კი ძირითადათ პირად ცხოვრებას ეხება. საერთოდ ქართველებს გვიყვარს სხვის ცხოვრებაზე საუბარი,მისი განხილვა და შეფასება. ამ დროს კი ჩვენი ცხოვრება სრულიად გვავიწყდება.
Continue reading

Posted in Uncategorized | Tagged , , , | 18 Comments

იგრძენი იაპონია!(გამოფენა)


დღეს თბილისის ისტორიის მუზეუმმა ქარვასლამ იაპონური ხელოვნებისა და კულტურის დღეებს უმასპინძლა. გამოფენის ფარგლებში წარმოდგენილი იყო იკებანა,ორიგამი, და შიოდო. იაპონური კულტურა უძველესი და მრავალფეროვანია.მართალია დიდად არ ვარ დაინტერესებული იაპონური კულტურით,მაგრამ გამოფენაზე წასვლა გადავწყვიტე მეგობრებთან ერთად. გამოფენამ თავიდანვე ძალიან დამაინტერესა.პირველი რაც თვალში მომხვდა ქაღალდის ფიგურები,ორიგამი იყო. შემდეგ წარმოდგენილი იყო ყვავილები და იაპონური იეროგლიფები.

ადამიანებს უყვართ გარემოს ყვავილებით გალამაზება.ამით არც იაპონელი ხალხია გამონაკლისი. სიტყვა იკებანა ყვავილის გაცოცხლებას ნიშნავს. ეს არის ყვავილების არანჟირების ტრადიციული ხელოვნება რომელიც ძალიან პოპულარულია მთელ მსოფლიოში.
იკებანის საფუძველი მდგომარეობს სამი ძირითადი ხაზის თუ ტოტის არსებობაში,რომლებიც ზეცის,მიწის და ადამიანის სიმბოლოებს წარმოადგენს.იაპონიაში იკებანი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხელოვნებაა და მას დიდ ყურადღებას აქცევენ.
ყვავილების დათვალიერების შემდეგ ვნახე ორიგამი რომელიც ფურცლის კეცვის ხელოვნებაა. პირველი რაც თვალში მომხვდა ლამაზი ფერები იყო. ერთი შეხედვით მარტივი ფიგურების გამოყვანა ძალიან რთულია.
ორიგამის შესახებ ადრეც მქონდა გაგონილი და ქაღალდისგან გულიც კი გამიკეთებია მაგრამ აქ ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.
ორიგამი ძელი იაპონური ხელოვნებაა,რომელსაც დღესაც არ დაუკარგავს აქტუალობა.ძველად ორიგამი მაღალი ფენისთვის ყოფილა განკუთვნილი რადგან ფურცელი ძვირი ღირდა.ორიგამი მთელ მსოფლიოშია გავრცელებული.
გამოფენის დასასრულს გავეცანით შიოდოს ეს არის იაპონური კალიგრაფია.იგი იაპონური სახვითი ხელოვნების ყველაზე გამორჩეული მიმართულებაა.შიოდო შესრულებულია მელნით თხელ ქაღალდზე.
გამოფენა მართლაც კარგი იყო. ვიმედოვნებ კიდევ ბევრჯერ მოეწყობა ასეთი სახის გამოფენები.დღეს მართლა ბევრი რამე შევიტყვე იაპონური ხელოვნების შესახებ.
პ.ს მდედრობითი სქესის წარმომადგენლებო 8 მარტს გილოცავთ!

Posted in Uncategorized | Tagged , , , , | 6 Comments