ვინ ცხოვრობს აქ

მე მარი ვარ (არა რაღაც მოსაწყენად იწყება,მოდით ცოტა განსხავებულად დავწერ)რეალობას დიდი ხანია შევეჩვიე,ვიცი რომ ვერასოდეს გავხდები ბალერინა,არადა როცა შედარებით პატარა ვიყავი ამაზე ვვოცნებობდი.ვისწავლე ხალხის შეფასება,დაფასება,მივხვდი,რომ თუ არ იბრძოლე დაიკარგები.რეალობა ძალიან განსხვავებულია,იმასთან შედარებით,როგორიც მე წარმომედგინა…არადა ჩემი პატარა სამყარო სავსეა ნათელი ფერებით,მეგობრებით,სიყვარულით….სინამდვილეში კი ყველაფერი სხვაგვარადაა.მუქი ფერები,ვითომ მეგობრობა,სიძულვილი,მტრობა…აი სად ვცხოვრობთ. მე მინდა ისეთ რეალობაში ვცხოვრობდე სადაც ეს არ არის.მართალია ბავშვური ვარ,რადგან ბავშვი ვარ,მაგრამ ყველაფერს კარგად ვხედავ და ვაფასებ..მერე რა,რომ ბავშვი ვარ???ხშირად ვსვამ კითხვას რატომ?მაგრამ ამ კითხვებზე ისევ კითხვით მპასუხობენ…ამიტომაც ხშირად კითხვებზე პასუხს ჩემს თავში ვეძებ..ვეძებ,მაგრამ იშვიათად ვპოულობ…მიყვარს ახალი აღმოჩენების გაკეთება…დასკვნების გამოტანა,ხალხის მოსმენა,მაგრამ ზოგის მოსმენა მღლის..ძალაინ მიყვარს რჩევები…ძირითადათ ჩემი საუკეთესო მრჩეველი დედაა,რომლის იდეაც იყო ეს ბლოგი.მან მითხრა ბლოგი გამეკეთებინა..მეც გავაკეთე ბლოგი და ახლა კმაყოფილი ვარ რის გამოც მადლობა დედას!!! ჩემი ბლოგი ჩემთვის უკვე სახლად იქცა.ყოველთვის მინდა კარგად ვწერო.მიყვარს ჩემს ბლოგზე შემოსული მკითხველი,მერე რა,რომ მე მათ არ ვიცნობ,მაგრამ ხომ ვიცი,რომ ისინი არსებობენ. რა შემიძლია ვთქვა ჩემს თავზე??? ალბათ ისეთი არაფერი..არ ვარ გენიოსი და ვერ ვხვდები რატომ უნდა ვიყო? ვარ ისეთი როგორიც ვარ…ჩემი აზრი მხოლოდ ჩემია..უბრალოდ მე მინდა მართლა ვწერო ის რასაც ვფიქრობ და ამას მხოლოდ ჩემს ბლოგზე არ ვაკეთებდე…საქართველოზე არ ვგიჟდები…ამიტომაც სიამოვნებით ვიცხოვრებდი სხვა ქვეყანაში…თქვენ როგორც გინდათ ისე გაიგეთ,მაგრამ მე საქართველოზე “არგაგიჟების” უამრავი მიზეზი მაქვს…და ყველაზე დიდი მიზეზი ხალხია…ყველა შენში ცუდს ეძებს და თუ ამ ცუდს იპოვიან სიხარულისგან დაფრინავენ…ერთი სული აქვთ ეს ცუდი სხავაც უთხრან და სხვაც გაახარონ…ბოდიშით თუ ასეთები არ ხართ და მე თვითონ ვამჩნევ თქვენში მარტო ცუდს…იცით კიდევ რა მიკვირს საქართველოში? სიტყვა თავისუფლების მნიშვნელობა არავინ არ იცის…ყველას უზრდელობასი გადადის…უბრალოდ არ მინდა ძალიან ანტი ქართველური პოსტი გამომივიდეს..ზოგი რაღაც მაინც მომწონს..უბრალოდ ეს საქართველოა. და მე ქართველი ვარ.
მოდით ისევ ჩემზე გადავალ..მიყვარს შემეცნებითი ჟურნალ-გაზეთების წაკითხვა.. ასევე ინტერნეტ სიახლეები და მაილები. მიყვარს ბუნება და ცხოველები..განსაკუთრებით კი კატები.ვარ მხიარული და ვარ რაც ვარ. სხვა რა გითხრათ? აი ასეთია მარი რომელიც აქ ცხოვრობს. (ბევრს აინტერესებდა14 წლის ვარ 🙂
…სამყარო არც ისეთი მოსაწყენია.უბრაოდ ჩვენი დახმარებით ის ყველაზე მრავალფეროვანი ხდება. ^^

Advertisements

32 Responses to ვინ ცხოვრობს აქ

  1. Sunny says:

    რა საინტერესო გოგო ხარ 🙂
    ბევრ რამეში გეთანხმები, მაგრამ მთლად მასეთი დამოკიდებულებაც არ მაქვს გარემოსადმი..
    “ყველა შენში ცუდს ეძებს და თუ ამ ცუდს იპოვიან სიხარულისგან დაფრინავენ…ერთი სული აქვთ ეს ცუდი სხავაც უთხრან და სხვაც გაახარონ…”მართალია, ბევრი შურიანი, ბოროტი და ცუდი ადამიანია გარშემო და ამას დიდი ხანია მივხვდი, მაგრამ საბედნიეროდ ისეთი ადამიანებიც არსებობენ, რომლებსაც გულწრფელად უყვარხარ და ყველა შენი წარმატება ახარებთ.. და მთავარი ისაა, რომ ეს ადამიანები შეამჩნიო და შენც დადებითი ემოციები გასცე საპასუხოდ:)
    საინტერესო ბლოგი გაქვს და წარმატებებს გისურვებ :*

    • alleskreativ says:

      მართალი ხარ..ჩვენს გარშემო ბევრი კარგი ადამიანია 🙂 მაგრამ ცუდიც ბევრია. 😦

  2. freeidiot says:

    saiintereso gogo xar ….me sakutar problemebze dafiqrebis meshinia ………

  3. ჰო,ძალიან ფერადი ხარ და საყვარელი მარიამ ❤
    კარგი ხარ და ბლოგიც კარგი გაქვს :*

  4. Jessie says:

    ra “mravalferovani” xar :)) like u

    • alleskreativ says:

      მადლობა. მრავალფეროვნების რა გითხრა მაგრამ მიყვარს ეგ სიტყვა და ყველაფერი რაც ფერებთან ასოცირდება

  5. NinucaElectro says:

    interesting blog… : ))))

  6. Molly Bloom says:

    ერთი კითხვა მაქვს შენთან 🙂 იქნებ, დამეხმარო 🙂

    შენი ფბ-ს და თვითერის ღილაკები საიდან წამოიღე? ლამაზია ძალიან, მეც მინდა ბლოგისთვის და ვერსად მივაგენი.

    მადლობა წინასწარ 🙂

    • alleskreativ says:

      ეს იქონები აი აქ ვნახე მერე იკონის ლინკი დავაკოპირე და როგორც სურათს სვამ ისე ჩავსვი. ოღონდ იკონს რომ დააჭერ რა უნდა გახსნას ისიც უნდა მიუთითო.
      სურათი აქედან უნდა ჩასვა: widgets image იკონის ლინკი დაა გადასასვლელი ლინკი

  7. Molly Bloom says:

    ერთხელ ძალიან დამეხმარე და ახლა კიდევ გკითხავ 🙂

    ყოველი პოსტის ბოლოს შენს შესახებ პატარა და კოხტა ინფო რომ დევს, ეს როგორ მოვახერხო?

    • alleskreativ says:

      gravatar{_ზე ხომ ხარ დარეგისტრირებული?
      მერე შეხვალ my profile. მერე ქვემოთ წერია About you. შეავსებ.დაწერ რასაც გინდა და შეცვლი 🙂

      • Molly Bloom says:

        gravatar.com ზე ვარ დარეგისტრირებული. ებაუთ იუ-ც ვიპოვნე, მაგრამ ყოველი პოსტის ბოლოს როგორ მივაბა, ანუ ამისთვის რა ფუნქცია მოვნიშნო, ვერ ვნახე…

      • alleskreativ says:

        მეტი არაფერი გამმიკეთებია მე და თავისით შეიცვალა.
        არ აკეთებს ასე? კიდევ ერთხელ ვნახავ. მონიშნული არც მე მაქვს არაფერი

      • alleskreativ says:

        http://en.gravatar.com/profiles/edit#about-you aq unda shexvide.shemdeg infos.sheavseb da save profile. aba scade,mgoni asea

  8. ავატარზე გაკეთდა. ოღონდ, მე ბლოგზე, პოსტის ბოლოს მინდოდა, გამოჩენილიყო. აი ისე, როგორც შენ გაქვს.

    • alleskreativ says:

      არადა მე რომ ვცვლი,პოსტის ბოლოშიც ჩნდება.ახლაც შევცვალე

    • alleskreativ says:

      რა არის იცი? თავიდან ბლოგი რომ დავარეგისტრირე,მაშინ გრავატარი დავადასტურე თუ რაღაც,რომ რასაც იქ შევცვიდი პოსტის ბოლოსაც გამოჩნდებოდა. ახლა რასაც ვცვლი აქაც იცვლება

      • ჰო, გასაგებია… უშუალოდ გრავატარზე კი შევცვალე იოლად, მაგრამ პოსტის ბოლოსკენ არ ჩნდება არაფრის დიდებით. ენივეი, მადლობა დახმარებისთვის 🙂

      • alleskreativ says:

        არაფრის.მართალია ვერ დაგეხმარე,მაგრამ დახმარების მცდელობა კი მქონდა. ^^

  9. ,,სიტყვა თავისუფლების მნიშვნელობა არავინ არ იცის…”-რა არის იცი,ზოგადი ცნება არ არსებობს იმის შესახებ თუ რა არის თავისუფლება,ანუ ერთი დამტკიცებული ვერსია ამის შესახებ არ არსებობს,ყველას თავისებურად ესმის თავისულება,გამოკითხვა რომ ჩაატარო 50 ადამიანს შორის 50 განსხვავებულ აზრს მოისმენ..შენ ერთო გგონია თავისუფლება,სხვას მეორე.განსხვავებული აზრია ამის შესახებ,და ვერასდროს გაიგებ რა არის თავისუფლება იმ შემთხვევაში თუ სხვებს კითხავ,თავისუფლება არის ის რასაც შენ მიიჩნევ თავისუფლებად.
    რაც შეეხება საქართველოს,აბსოლიტურად გეთანხმები და დიდი სიამოვნებით ვიცხოვრებდი თუნდაც გერმანიაში,ან ესპანეთში,კერზოდ ბარსელონაში.
    საერთო ჯამში საყვარელი და განსხვავებული ხარ(ასე მგონია მე)

    • alleskreativ says:

      გერმანიაშჳ ცხოვრება ჩემი დიდი სურვილია.
      ჰო იმაში გეთანხმები,რომ თავისუფლებას ყევლა თავისებურად აღიქვამს
      განსხვავებული რამდენად ვარ არ ვიცი 😀 მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის ვცდილობ ^_^

  10. განსხვავებულობას ბევრი ცდილობს,მაგრამ ცოტას გამოდის 🙂 მიმაჩნია რომ როგორი ერთფეროვანიც არ უნდა იყო (შენზე არ მაქვს ლაპარაკი,ზოგადად ვამბობ) ჯობია ის იყო რაც ხარ.. შენ განსხვავებული ხარ.მე არ ვიცი რამდენად ერთფეროვანი ან განსხვავებული ვარ,მაგრამ ის ვარ რაც ვარ 🙂

    • alleskreativ says:

      დიდი მადლობა თუ ასეთს მხედავ ^^
      ძალიან მიხარია.. საერთოდ არ მიყვარს ერთფეროვნება.
      ჰოო.შენი ბლოგი ჩაემატება ჩემს მეზობლებში 🙂

  11. Jessie says:

    შენ რა გადასახლდი აქედან? :((((

    • alleskreativ says:

      :(( ვეღარ ვიცლი ფაქტიურად. თან ინტერნეტი არ მქონდა. დავიწყებ ისევ ♥
      ჩემს ბლოგს ხოარ მივატოვებ? 😦

  12. Nikea says:

    მარიიი!!! ერთნაირი გემოვნება გვაქ მგონი აქ დაწერილშიი… :დ ყოჩაღ მომეწონა კაი გოგო ხარ ძალიააააან ❤

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s