მითხარი, რომელი ფერი გიყვარს და გეტყვი ვინ ხარ შენ.

ფერობანა ისევ აქტუალური გახდა და »♥» ana «♥«-ს დახმარებით მეც ჩავერთე ამ თეგ თამაშში.
პირობა იმაში მდგომარეობს,რომ ჩვენი ხასიათი ფერებს უნდა დავუკავშიროთ ან უბრალოდ დავწეროთ თუ რატომ გვიყვარს ესა თუ ის ფერი.
ჯერ კიდევ როცა 5 წლის ვიყავი, ჩემს ტოლებს ძალიან მოსწონდათ ვარდისფერი.გოგონები ვარდისფერ კაბებს იცმევდნენ,ვარდისფერი ფანქრით ხატავდნენ და თოჯინებს ამავე ფერის კაბებს  აცმევდნენ. მე კი მათგან განსხვავებით დედაჩემს ყოველთვის ვეუბნებოდი “ოღონდ ვარდისფერი არა”.არ მომწონდა ეს ფერი,ისიც კი მახსოვს ჩემს თოჯინას როგორ შევუცვალე ვარდისფერი კაბა და ჩემი შეკერილი რაღაც ჩავაცვი.(ფერი არ მახსოვს)
დღემდე არ მაქვს ამოჩემებული ერთი ფერი. მომწონს სიჭრელე,ბევრი ფერი ერთად. ფერები ადამიანის ემოციას,ხასიათს ყველაზე კარგად გამოხატავს. ჩემი ხასიათი კი ფერებისგან განსხვავდება. ხანდახან მწვანე ფერს მაგონებს,რადგან ამ ფერივით მშვიდი ვარ. საერთოდ მწვანე სიმშვიდესთან, კარგ განწყობასთანაც ასოცირდება.
ფერები ძალიან მიყვარს,ადრე ყველაფერს ფერებს ვუკავშირებდი, ადამიანს როცა გავიცნობდი ვამბობდი თუ რა ფერი შეესაბამებოდა.^^ მიყვარს მხიარული ფერები და ძირითადათ მათ განწყობაზე ვარ. მიყვარს შემოდგომის ფერები და სწორედ ამ თბილი ფერების გამოც მიყვარს შემოდგომა. მომწონს ფორთოხლისფერი,ლამაზი ფერია და სახელიც განსხვავებული აქვს.
ყველა ფერი განსხვავებული და ლამაზია. ამიტომაცაა ფერებში ჩემი გემოვნება ფერებივით მრავალფეროვანია. რთულია ისაუბრო შენს თვისებებზე,ხასიათზე.  მხიარულიც ვარ, ჯიუტიც, ზოგჯერ სევდიანი მაგრამ უფრო მხიარული. არ ვარ ძალიან ემოციური.მაგრამ ყველა ემოციის გამოხატვა შემიძლია. როცა რამე მიხარია ეს ყველანაირად მეტყობა. ხანდახან ძალიან ფეთქებადი ხასიათი მაქვს(რაც ალბათ ცუდია) არ მიყვარს ბევრი ფიქრი,ამიტომაცაა როცა რამე შეცდომას ვუშვებ გვიან ვაცნობიერებ. ხშირად ვარ პოზიტიურ განწყობაზე, პოზიტიურ განწყობას იასამნისფერს ვადარებ. ^^ არასოდეს არ მიფიქრია თავის მოკვლაზე,რაც ძალიან აქტუალურია მგონი. ყოველი დღე მიყვარს. ბევრჯერ მინახავს მზის ამოსვლა და ამ დროს შეფერილი ცა,ეს ფერებიც მიყვარს. ბუნება მიყვარს. სიმშვიდე,რომელიც მწვანესთან ერთად ცისფერსაც მაგონებს. მიყვარს მუქი ალუბლისფერი.ეს ხილიც განსაკუთრებით გემრიელია. წითელ ფერს მარწყვისფერს ვეძახდი,რადგან წითელი გემრიელ მარწყვთან ასოცირდებოდა.

ეს ჩემგან ♥

ცხოვრება ფერებით იწყება.ჩვენ ადამიანები “ფერადები” ვართ.  მიყვარს სიტყვა მრავალფეროვანი. არ მიყვარს შავი ფერი,მართალია ისიც ფერია,მაგრამ მე მას ვერ აღვიქვამ. ყველა ადამიანს აქვს თავისი საყვარელი ფერი.ზოგიც ჩემსავით მარავლფეროვნებას ანიჭებს უპირატესობას,ზოგიც კი თავის ცხოვრებას თავის ფერებში ხატავს.
ვთაგავ: პატარა მეოცნებეს (ძალიან მაინტერესებს რა ფერს ადარებს თავის თავს.)  Molly Bloom (მრავალფეროვანი პიროვნება მგონია ამ ბლოგის ავტორი) და ყოფილი მხატვრის ბლოგს

Advertisements
Posted in Uncategorized | Tagged , , | 9 Comments

ოჰ!ეს ჯასტინ ბიბერი

“ჩემი ჯუსიკო რა საყვარელია აქ. “აუ ამას პატრონი არ ყავს და :ბევრი უცენზურო სიტყვა: მსგავსი კომენტარები მრავლად დევს ჯუსიკოს(ასე ვეძახი მე) ფოტოებზე,სიახლეებზე რომლებიც საიტებზე ქვეყნდება.
არც ჯასტინის ფანი არ ვარ და არც მის სიმღერებს ვუსმენ 24 საათი,მაგრამ ხანდახან music box-ზე თუ შემომესმინება მისი “საოცარი” ხმა. მოდით ვისაუბოთ ჭეშმარიტ ღმერთზე,კიარადა ჯასტინ ბიბერზე.ვერ ვიტყვი,რომ ამ ბიჭმა თავისი შრომით მიაღწია წარმატებას და ამით გახდა პოპულარული,მაგრამ ფაქტია რაღაც გზით მას  მსმენელი ყავს.მათ შორის საქართველოშიც. სიახლეების გამოქვეყნება(ვგულისხმობ საიტებს სადაც მასზე ხშირად წერენ.)და მასზე საუბრის დაწყება ერთია. გავიგეთ,რომ თმა შეიჭრა და DZN უხდება.მაგრამ მაინც ამ ვარცხნილობის სახლის პირობებში გამეორებას ნუ ეცდებით. ისიც გავიგეთ,რომ საშინელი ხმა აქვს და ფუუუ რას გავს,მაგრამ როცა ამას ამბობთ ნუ ბაძავთ მაინც(ვგულისხმობ ვარცხნილობას და ჩაცმის სტილს) თუ ძალიან გინდათ მისნაირი ვარცხნილობა გქონდეთ,ამას დაუბანლობის  ეფექტით მიაღწევთ. როცა ადამიანს აკრიტიკებენ ძირითადათ უცენზურო სიტყვებს იყენებენ(აქაც კომენარებს ვგულისხმობ) ეს უბრალოდ სიტყვის მასალაა,იმათთვის ვისაც წერა არ ეზარება. ისევ ფანებს მივუბრუნდები, რომელიც მის სიმღერებზე ტირიან,დეპრესიაში ვარდებიან. 24 საათი ჯუსიკოს ხმით “ტკბებიან”.ჩემი,ჩემი ჯუსიკო,ჩემი ჯასტინი ან რავიცი კიდე.მესმის რომ ძალიან გიყვართ,მაგრამ ეცადეთ ნაკლებად გამოხატოთ თქვენი ემოციები,რადგან ხანდახან ეს ყველაფერი ძალიან სასაცილოა.ნუ რა გახდა ეს ჯასტინ ბიბერი. ჩემი რჩევა იქნება ამ ბიჭის გამო ნუ დახოცავთ ერთმანეთს!
ეს ჩანაწერი რამოდენიმე დღის წინ გავაკეთე და ჩემი “დამოკიდებულება” გამოვხატე.
დღეს კი ვუყურე ვიდეოს(არ ვიცი ჩემს თავს რას ვერჩოდი) სადაც ჯასტინის ქართველი “ფანები” მის დაბადების დღეს აღნიშნავენ და მის სიმღერებზე ტირიან. თავიდან დუმილის უფლება გამოვიყენე,მერე ვეღარ მოვითმინე და ჩემი აღშფოთება გამოვხატე. კიდევ ერთხელ ვიმეორებ მესმის,რომ ძალიან უყვართ ეს ბიჭი,მაგრამ მათი ქცევები მართლა ძალიან სასაცილოა. შეკრება უკვე მეორედ გაიმართა და ვაი რომ ორივე შეკრების ვიდეო მაქვს ნანახი. ამოვიცანი გოგონა რომელიც ორივე შეკრებაზე ტიროდა. გოგონები,რომელიც აგრესიულად აცხადებენ რომ ვერ იტანენ ჯასტინს,მაგრამ გაგიკვირდებათ და “დაქალს” შეკრებაზე მიყვებიან და მის სიმღერებს უსმენენ (აღიარონ მაინც.თუ “უტყდებათ” რაღას მიდიან შეკრებაზე) კიდევ ბევრი რაღაც შემიძლია ვთქვა,მაგრამ ისევ დუმილის უფლებას გამოვიყენებ და ცოტა ხნით ჩავთვლი რომ ეს არ მომხდარა.
აქვე ვიდეო და “დატკბით”

Posted in Uncategorized | 51 Comments

მომავალი პროფესია

ყველას უფიქრია მომავალ პროფესიაზე,თუ ვინ სურს გამოვიდეს მომავალში.ზოგს პროფესია უკვე არჩეული აქვს,ზოგი ახლა ირჩევს,ზოგსაც კი ჯერ ვერ გაურკვევია რა პროფესიას აირჩევს სამომავლოდ(ამ კატეგორიას მივეკუთვნები მეც)
ჯერ კიდევ ბაღში დავდიოდი როცა მასწავლებელმა გვკითხა თუ ვინ გვინდოდა გამოვსულიყავით როცა გავიზრდებოდით.კარგად არ მახსოვს,მაგრამ მაშინ ყველას ექიმობა უნდოდა(ალბათ ძალიან მოდაში იყო ეს პროფესია) მაგრამ მე რატომღაც მხატვრობა მქონდა გადაწყვეტილი,მანამ სანამ არ დავრწმუნდი,რომ ხატვის ნიჭი საერთოდ არ მქონდა,არა ამაში დამარწმუნეს თორემ მე მაშინ მეგონა რომ ცალფეხა და ცალხელა გოგონების ხატვით შედევრებს ვქმნიდი.  😀 სკოლაში შესვლამდე მასწავლებლობა მინდოდა,მაგრამ სკოლაში შესვლის შემდეგ ამის სურვილი აღარ გამჩენია.მინდოდა მსახიობი ვყოფილიყავი,ამის შემდეგ აზრი შევიცვალე და ბანკში მუშაობა მომინდა 😀 მაგრამ ამის სურვილიც მალევე დავკარგე.მინდოდა დიზაინერი ვყოფილიყავი ან არქიტექტორი,მაგრამ გამახსენდა,რომ ხატვის ნიჭი არ მქონდა.
ყველა პროფესია არ მახსენდება,მაგრამ ახლა მართლა დავფიქრდი პროფესიაზე რასაც სამომავლოდ ავირჩევ.გუშინ “განვაცხადე” ,რომ ჟურნალისტობა მინდა,რაზეც პასუხად მივიღე “ფანტაზიის უნარი ამოგეწურაო” არ ვიცი ეს პასუხი რა შუაშია,მაგრამ მე ვფიქრობ ვინ მინდა ვიყო.არა და რამდენი პროფესია არსებობს.

Posted in Uncategorized | Tagged , , | 5 Comments

ხალხი და გარესამყარო


ჩვენს გარშემო უამრავი ადამიანია.ერთი შეხედვით ისინი განსხვავებულები არიან.საინტერესოა  მათზე დაკვირვება,მათი ხასიათების შესწავლა.ყველას განსხვავებული დამოკიდებულება აქვს გარესამყაროზე.ხალხი,რომელიც ჩემს გარშემო დადის ერთ პატარა სამყაროს ქმნის სადაც მე ჩემი თავის პოვნას ვცდილობ.ადრე მინდოდა ყველასთვის გამეგო,ყველაში  კარგი თვისება მეპოვა,რადგან ასე მასწავლიდნენ,მაგრამ ახლა ვხვდები,რომ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც უბრალოდ ეს კარგი თვისება არ გააჩნიათ ან უბრალოდ არ ჩანს ამიტომაც ძებნით თავი აღარ უნდა მოიკლა.სამყარო სადაც მე ყოველდღიური ცხოვრებით ვცხოვრობ თითქოს უმნიშვნელოდ,მაგრამ ჩემთვის მაინც ძალიან შეიცვალა.ადრე ყველასთვი გაგებას ვცდილობდი,მინდოდა ყველასთან კარგად ვყოფილიყავი.ახლა კი ვიცი ყველას ვერ გავუგებ ისევე როგორც ყველა ვერ გამიგებს მე. ვიცი ყველა ჩემი მეგობარი ვერ იქნება და ამის საჭიროებასაც ვეღარ ვხედავ. კარგია როცა ბევრი მეგობარი გყავს,მაგრამ მხოლოდ იმის გამო რომ ეს კარგია ყველას არ უნდა დაუმეგობრდე,ყველაფერს გააჩნია.ალბათ არცაა საჭირო ყველას გაუგო,ყველა მართლა ერთნაირი ვერ იქნება,ყველას ერთი შეხედულება ვერ ექნება,ამიტომაც ვართ ჩვენ ასეთი მრავალფეროვნები. 😀 ხალხის შეხედულებების გამო ნერვები არ უნდა მოიშალო,არ არის საჭირო ყველას ყურადღება მიაქციო (დიდი ხანია მივხვდი ამას)მხოლოდ ჩემს გარშემო ბევრია ისეთი ვინც სხვისი შეხედულებებით ცხოვრობს,ვინც იმაზე ფიქრობს “ხალხი რას იტყვის” არ მინდა მეც მათ დავემსგავსო.ხალხი ხალხია ისინი ყოველთვის იმას იტყვიან რაც უნდათ ამ ყველაფერს კი ჭორი მოყვება.(საიდან სად გადავედი,მაგრამ ამის შემდეგ ყოველთვის ჭორაობა იწყება.) და თუ ჭორაობენ არც ეს არაა პრობლემა,იჭორაონ  ეს იმას ნიშნავს რომ, ჯერ კიდევ პოპულარული ხარ.

Posted in Uncategorized | Tagged , | 6 Comments

Shopping in Dreams


შოპინგი განტვირთვის ყველაზე კარგი,მაგრამ ამავდროულად ძვირიანი საშუალებაა.თვალისმომჭრელი ფერები და ბევრი სხვადასხვა აქსესუარი.შოპინგი ყველას ძალიან უყვარს.ონლაინ მაღაზიები ნელ-ნელა საქართველოშიც ვრცელდება.  ანამ და მე გადავწყვიტეთ ონლაინ წარმოსახვითი შოპინგი მოგვეწყო.ამისთვის forever21-ის ონლაინ მაღაზია გამოვიყენეთ.მოკლედ დავიწყოთ.

1. 


ვაგრძელებთ.გადავედით კაბებზე
2.
შემდეგი ფეხსაცმელებია ^_^



შემდეგი აქსესუარებია.ყველაზე ძალიან მიყვარს. ❤



აი ასეთი იყო ჩემი წარმოსახვითი შოპინგი.კმაყოფილი ვარ. ^_^

Posted in Uncategorized | Tagged , | 2 Comments

ჩემი “facebookelebi”

live_ში ისინი მე არ მინახავს, ვერც იმას ვიტყვი,რომ კარგად ვიცნობ, მაგრამ ზოგი ჩემთვის ძალიან ახლოა. ისინი ჩემი “pen-friend”-ები არიან და მე მათ თითქმის ყოველდღე ვწერ. მაშინ როდესაც მათ მივწერე facebook_ის შესახებ საერთოდ არაფერი არ ვიცოდი. ჯერ კიდევ მაშინ ვიყენებდი myface.ge. ამ საიტზე დავიმატე ანანო,რომელსაც დღემდე ვწერ. ^_^ მახსოვს მაშინ myface.ge “გაბანძდა” 😀 არავინ
არაღ შემოდიოდა ამიტომაც ანანოც დავკარგე და ამ საიტის აქაუნთიც. ამის შემდეგ გამოჩნდა odnoklassniki. საიდანაც ასევე ბევრი pen-friend შევიძინე.შევიძინე რა,უბრალოდ დავუახლოვდი და მათაც ყოველთვის ვწერდი როგორ ხარ? ,ვუფასებდი ფოტოებს,ვუწერდი კომენტარებს. 😀 ისინიც ასე იქცეოდნენ,მერე აღმოჩნდებოდა რომ ერთნაირი ინტერესები გვქონდა. ვწერდით გაუთავებლად. სწორედ ამ სოციალური ქსელიდან გავიცანი ნიკეა,რომელსაც დღემდე ვწერ. (ახლა უკვე facebook_ზე) მაგრამ მე ის ნანახი არ მყავს უბრალოდ სოციალურ ქსელში ძალიან დავუმეგობრდი.(დროა live_შიც გავიცნო)სწორედ ამ საიტმა ხელახლა მაპოვნინა ანანო,რომელიც ადრე მყავდა დამატებული. (პროფილში უნდა წავიდე და ეს ისტორია მოვყვე)მაგრამ შემდეგ “ოდნო” გავაუქმე. ბინა დავიდე facebookze და დღემდე იქ ვცხოვრობ. ნიკეა ისევ მოვძებნე და მე მას დღემდე ვწერ. ახლა უკვე ჩემი “facebookelia. 😀 ანანომ კი ჩემი ბლოგიდან მიპოვა,უფრო სწორად ერთხელ მე შევედი ვიღაცის ბლოგზე და თურმე ანანოს ბლოგი ყოფილა. ^_^ შემდეგ ანანომ მომწერა და დღემდე ჩემი მეგობარია. ♥ მოკლედ ჩემო “facebookelebო” და არა მარტო -მე თქვენ მიყვარხართ

Posted in Uncategorized | Tagged | 12 Comments

Firework=ახალი წელი

დადგა ახალი წელი. (ამ წელს პირველად ვწერ პოსტს.)
მაგრამ სანამ ახალი წელი დადგებოდა იყო 12 საათი და იყო 31 დეკემბერი,ასევე იყო საახალწლო განწყობა და ფეიერვერკი,ასევე იყო “გილოცავ,მრავალს დაესწარი,ბედნიერების მომტანი ყოფილიყოს” და სხვა მსგავსი მოლოცვები. იყო საახალწლო გრანდიოზული კონცერტი თბილისში.(ესენი ასე ეძახიან,თორემ მე ვერაფერი შევატყვე გრანდიოზულობის) ეს ყველაფერი ერთმანეთს გადაება და ახალი წელიც შედგა. მოვიდა 2011 .ახალ წელს ყველაზე მეტად ხმაურიანი ფეიერვერკი მიყვარს,რომელიც ყველაფერთან ერთად ლამაზი და ცეცხლოვანია.(საშიშიცაა.)

ერთად შეკრებილი და გაერთიანებული

Posted in Uncategorized | Tagged | 2 Comments

ძველი მიდის, ახალი მოდის

ხვალ 31 დეკემბერია. ახალი წელი მოდის. ჩემი ბლოგი პირველად ხვდება ახალ წელს ჩემთან ერთად.
ვიხსენებდი რა მოხდა ამ წელს მნიშვნელოვანი, კარგი ან ცუდი. ბევრი ვერაფერი ვერ გავიხსენე ან უბრალოდ დამავიწყდა. ისე წელს კარგი წელი იყო.
წელს დავრეგისტრირდი facebook_ზე და ვეღარ ვშორდები.  😀
წელს გავაკეთე ჩემი ბლოგი. (საცოდავი ჩემს ხელში. რამდენს მიძლებს.) 😀
წელს ვიყიდე  და ვისწავლე როლიკებზე დგომა. ^^
წელს დედამ მაჩუქა ციფრული,რომლის გარეშეც ცხოვრება არ შემიძლია 😀 😀
წელს შევიძინე კარგი მეგობრები.
წელს მყავდა და ამავე წელს დავშორდი შეყვარებულს.
არაა წელს უფრო მეტი რაღაც მოხდა,ყველაფერი არ მახსენდება.
მაგრამ ახლა 2011 წელი მოდის. მიყვარს ახალი წელი ოღონდ თოვლით.რატომღაც წელს თავი ბრაზილიაში მგონია(ამინდების მიხედვით) წელს ახალი ნაძვის ხე ვიყიდე. ლამაზია და მაღალი. ჰოო,კიდე წელს ჩემი წელი მოდის. კატა-კურდღლის წელი.ამ ორი ცხოველის გამოც კი შეიძლება ეს წელი მიყვარდეს.
ყველას გილოცავთ დამდეგ ახალ წელს. ყველას განურჩევლად იმისა გიყვართ თუ არა ახალი წელი. ახალ წელს მაინც ყველა აღნიშნავთ!(ნაძვის ხეს მაინც აწყობთ)
თოვლიან ახალ წელს გისურვებთ(ჩემს თავსაც ვუსურვებ!)

Posted in Uncategorized | Leave a comment

არდადეგების სუნი მცემს ^_^

არ ვიმჩნევ რომელი საათია.
მალე.ძალიან მალე არდადეგები დაიწყება. ძალიან მიყვარს ზამთარი,მიუხედავათ იმისა რომ ვიყინები. ასევე ძალიან მიყვარს ზამთრის არდადეგები. დავისვენებ.დავისვენებ და კიდევ ერთხელ დავისვენებ.მერე ბლოგსაც უფრო მეტ ყურადღებას მივაქცევ.  უკვე საახალწლო განწყობაც მაქვს. ახალი ნაძვის ხე ვიყიდე. (რამდენი ხანი ვაგროვე ფული 😀 ) ახლა აღმოჩნდა რომ ნაძვის ხის სათამაშოები აღარ მაქვს,ამიტომაც წინა საახალწლო შოპინგი მელოდება.

Posted in Uncategorized | 3 Comments

სანამ თორმეტი შესრულდებოდეს

შვიდი თვის წინ ბლოგზე დავრეგისტრირდი და დავიწყე წერა,მაგრამ რას ვწერ დღემდე არ ვიცი. რა მალე გადის დრო. არა მართლა მალე გადის. 😀 დღეს ჩემი ბლოგის დაბადების დღეა. სულ პატარაა ჯერ,მაგრამ მე მაინც ვულოცავ.
მაგრამ არც ისე პატარა აღარ არის ამ ბლოგის ავტორი.  😀 (არც ისე) მოკლედ ხომ მიხვდით 😀 ამ ბლოგის ავტორს უყვარს დაბადების დღე. (და დღემდე ვერ ხვდება რატომ ამბობენ ჩემი დაბადების დღე არ მიყვარსო) იცით მე ხვალ დაბადების დღე მაქ. 😀  რა საჭირო იყო ეხლა ეს? დიდი ხანია ახალი არაფერი დამიწერია და რამე ხომ უნდა დამეწერა 😉

Posted in Uncategorized | Leave a comment