ისევ ფიქრები

ხალხზე დაკვირვება ყოველთვის მიყვარდა.ხალხთან ერთად კი მიყვარს ჩემ თავზე დაკვირვებაც.მიყვარს ფიქრი,ზოგჯერ უაზრო,მაგრამ სწორედ ამ უაზრო ფიქრისას მომდის ათასი აზრი თავში.

ახლა კი დავფიქრდი ხალხზე. დიახ! სწორედ იმათზე,რომლებიც ყოველ დღე ჩემ გარშემო არიან და რომლებიც ჩემსავით მოძრაობენ.
რატომ? რატომ?

რატომ უნდა იყოს ჩემი ტოლი ჯერ კიდევ ბავშვი ბოღმა ან რატომ არ უნდა უხაროდეს არაფერი.რატომ უნდა იყოს მთელი ცხოვრებით უკმაყოფილო და ხშირად ფიქრობდეს თვითმკვლელობაზე.
არ არსებობს ცხოვრებაში ყოველი დღე იყოს ცუდი. არ შეიძლება ერთხელ მაინც ყველას ბედნიერი სახე ჰქონდეს?
რატომ არ შეიძება ქუჩაში მოსიარულე ადამიანი იღიმოდეს და მისი ღიმილიანი სახე შენც გადმოგედოს.
რატომ უნდა იყოს აქტუალური შავ-თეთრი,როცა გარშემო ამენი ფერია.
რატომ უნდა შურდეს ადამიანს სხვისი ბედნიერება,როცა ყველას შეუძლია იყოს ბედნიერი.
რატომ უნდა ილაპარაკო ცუდი სხვაზე,როცა იცი,რომ იგივე შენ გატკენს გულს.
რატომ უნდა დააფასო ადამიანი სიკვდილის შემდეგ,როცა მას ამისთვის მადლობის თქმა სიცოცხლეში შეუძლია.
რატომ უნდა გძულდეს ვინმე,როცა იცი,რომ სიძულვილი ვერაფერს შეცვლის
რატომ ვაკრიტიკებთ ყველას და ყველაფერს,როცა უკეთესის გაკეთება არ შეგვიძლია. როცა უარყოფით მხარეებს ვეძებთ,რატომ არ შეიძლება დადებითიც ვიპოვოთ.
რატომ არ უნდა იყო ბედნიერი,როცა შენს გარშემო არიან ადამიანები,რომლებიც შენსავით ფიქრობენ.
მორჩა… აღარ ვფიქრობ. რთულია ყველა “რატომს” ერთი პასუხი ვუპოვო. მართალია პასუხი არცერთ კითვაზე არ მაქვს,მაგრამ მაინც ვფიქრობ,რომ გამიმართლა,რადგან ჩემ გარშემო ამდენი “მრავალფეროვანი” ადამიანია,ვინც ჩემი უაზრო ფიქრის საბაბი ხდება.

Advertisements

About alleskreativ

Life begins with colors.TRY to be colorful მადლობა,რომ კითხულობთ
This entry was posted in Uncategorized and tagged , , , , , , . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s