“L’Aurore-სიმღერა ორ ადამიანზე”

დღეს კინოთეატრ “ამირანში” ფრიდრიხ მურაუს მიერ 1927 წელს შეერთებულ შტატებში გადაღებული პირველი მუნჯი ფილმის ჩვენება გაიმართა. პროექტი გერმანულ-ფრანგული კულტურული პროექტების ელიზეს ფონდის ფინანსური ხელშეწყობით განხორციელდა.
ფილმი გადაღებულია ჰერმან ზუდერმანის წიგნის “მოგზაურობა ტილსიტში” მიხედვით.

საზაფხულო არდადეგებზე ქალაქიდან სოფელში ჩასული ქალი ერთ-ერთ გლეხკაცთან რომანს გააბამს.იმისთვის,რომ ამ ურთიერთობას აღარაფერმა შეუშალოს ხელი, კაცი ცოლის ტბაში დახრჩობას განიზრახავს.მეორე დღეს ცოლთან ერთად ნავით ტბაზე გაისეირნებს,თუმცა საქმე საქმეზე რომ მივა, ის მკვლელობას ვერ ჩაიდენს.ცოლი გაიქცევა,ქმარი უკან დაედევნება და ორივე ქალაქში მოხვდება. ქმარი თავის საქციელს მოინანიებს და ცოლი შეურიგდება.ისინი ქალაქში დაუვიწყარ დროს გაატარებენ.
უკანა გზაზე,ნავით ტბაზე გადასვლისას,ქარიშხალი ამოვარდება და ნავს ჩაძირავს.ქმარი სანაპიროზე გავა,მაგრამ ცოლს ვერ იპოვის.იგი დარწმუნებულია, რომ ცოლი დაიღუპა. გლეხს თავისი ყოფილი საყვარელი გამოეცხადება,იგი კი მის დახრჩობას ეცდება,კაცს მხოლოდ ის შეაფერხებს,რომ უეცრად ცოლის გადარჩენის ამბავს გაიგებს.საყვარელი ქალაქში დაბრუნდება,ბედნიერი ცოლ-ქმარი კი ერთად ხვდებიან მზის ამოსვლას.

ეს იყო მუნჯი კინო,რომელიც გრძნობებით საუბრობდა. მე პირადად ძალიან მომეწონა მუსიკალური გაფორმება. ფილმს მუსიკალურად გიტარისტი,ოლივიე მელანო აფორმებდა.


Advertisements

About alleskreativ

Life begins with colors.TRY to be colorful მადლობა,რომ კითხულობთ
This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

7 Responses to “L’Aurore-სიმღერა ორ ადამიანზე”

  1. აქამდე მუნჯი კინო პიანინოს თანხლებით ვიცოდი. გიტარა უფრო საინტერესო იქნებოდა…

    • alleskreativ says:

      ძალიან კარგი შესრულება იყო. ფილმი გრძნობებით და ემოციებით საუბრობდა საერთო ჯამშჳ კი შესანიშნავი ეფექტი შექმნა გიტარის თანხლებით

  2. NinucaElectro says:

    მუნჯი კინოს დიდი ფანატი არ ვარ, მაგრამ შინაარსიდან გამომდინარე ყურებად ღირს…. 🙂

    • alleskreativ says:

      კი ნამდვილად.
      დიდი სიამოვნებით და ინტერესით ვუყურე მე პირადად ^^

  3. Jessie says:

    მუნჯი კიდე ძალიან მიყვარს : უსიტყვოდ ისეთი ემოციებია ხოლმე.. ამაშია ნამდვილი ხელოვნება 🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s