პროფილის ქალი და სხვა საოცრებები

სანამ უშუალოდ სათაურის მთავარ აზრზე გადავიდოდე პატარა შესავალს გავაკეთებ. არასოდეს არ დავინტერესებულვარ სხვისი პირადი ცხოვრებით და არ დამიწყია პოპულარული ხალხის გაჭორვა ჟურნალში  ამოკითხული ჭორების მიხედვით. პირადს ჩემი აზრით იმიტომ ქვია პირადი,რომ ის არავის განსახილველი არ არის და მხოლოდ რეიტინგის გამო(პოპულარულმა ადამიანებმა) ამაზე ხალხი არ უნდა აჭორაო,მაგრამ რადგან პოპულარობა ასეთი “საოცარი ნიჭია” ჭორები მას ყოველთვის თან სდევს. ჭორები კი ძირითადათ პირად ცხოვრებას ეხება. საერთოდ ქართველებს გვიყვარს სხვის ცხოვრებაზე საუბარი,მისი განხილვა და შეფასება. ამ დროს კი ჩვენი ცხოვრება სრულიად გვავიწყდება.

არ მეგონა ჭორაობა ასეთი პოპულარული თუ იყო და ამას რომელიმე არხის გადაცემაში ვნახავდი,მაგრამ პროფილის ქალი(მაია ასათიანი)  რის მაია იქნებოდა,რომ მის გადაცემაში საოცრება არ მოეხდინა და “ინტრიგული” გადაცემა არ ჩაეწერა.სადაც მოიწვევდა ყველაზე პოპულარულ ხალხს,რომლებზეც  24 საათი ჭორაობენ. თავიდან ჩვეულებრივი თემა იყო ეს ვითომ ამას გაშორდა და მსგავსი ფრაზები. რაც ხშირ შემთხვევაში ტყუილია და ჭორი არ მართლდება.
ამის შემდეგ კი სკანდალების დეიდა შორენა ბეგაშვილი გამოჩნდა. ამ ადამიანზე უამრავი ჭორი თუ სიმართლე ითქვა.მისი გარეგნობიდან დაწყებული პირადი ცხოვრებით დამთავრებული.
აბა აბა!

მეც ამ ქალზე ჭორაობას არ ვაპირებ.
პროფილის ქალი ცნობილია მისი “უცნაური” კითხვებით,მაგრამ არ მეგონა ამ შეკითხვას თუ დასვამდა და პირდაპირ ეთერში ასეთი დიალოგი გაიმართა
“-მკერდი რა ზომა გაქვს?
–ორი და რაღაც
–კარგი ახლა… რა ორი?
–ორი და რაღაც…
–არ მჯერა, მეგონა შვიდი–ექვსი
–არა, ორი და რაღაც
–ვერ გავიგე…
–აუ, რა ვერ გაიგე, ორი და რაღააააც
შორენა გაბრაზდა 😀 პროფილის ქალმა კი მისი ჩვეული სიცილით გაიცინა და გადაცემა განაგრძო. ჩვენ რომ არა და რომ არა ის ჭორები რაც ვრცელდება ეს ხალხი პოპულარული ვერ იქნებოდა.
პროფილის ქალო
რა გეშველებაო? 😐 © მე

Advertisements

About alleskreativ

Life begins with colors.TRY to be colorful მადლობა,რომ კითხულობთ
This entry was posted in Uncategorized and tagged , , , . Bookmark the permalink.

18 Responses to პროფილის ქალი და სხვა საოცრებები

  1. makaradze says:

    შორენა “ამოუწურავი” რესპოდენტია, კიდევ არაერთხელ ვიხილავთ პროფილიანთ მაიკოსთან 🙂 “ორი და რაღაცაზე” ვიცინე დიდხანს, კიდევ კარგი არ ჰკითხა ეხლა რა ფერის აზღუდი გაცვიაო :))

    • alleskreativ says:

      არ გამიკვირდებოდა ეგ რომ ეკითხა 😀 მაინც ეს ხალხი ყველაფერზე ტაშს უკრავს. 😀

  2. sunny says:

    ვაიმე არ მიყურებია “სამწუხაროდ”

    ვუერთდები პათოსს..მართლა რა ეშველება 😀

  3. Molly Bloom says:

    აქაც ლარიანი ხაჭაპურის პრინციპია 🙂 რას გადავეკიდე ამ ხაჭაპურს, მაგრამ ზუსტი შედარება მგონია და იმიტომ ვიმეორებ 🙂

    სანამ მაია იყიდება, არავის დააინტერესებს, თავში რა აქვს.

    მაია კიდევ ყოველთვის გაიყიდება.

    აი, დღეს, ღამის პირველ საათზე (!) “წითელი ზონაა” და “პროფილის” აუდიტორიის რამდენი პროცენტი ეყოლება, თქვენთვის დათვალეთ.

    • alleskreativ says:

      ლარიანია ხაჭაპურის პრინციპი მეც მომწონს. ყველაზე კარგი შედარება კეთდება. 🙂
      მაქტია პრიფილი რეიტინგული გადაცემაა

  4. Jessie says:

    ჩემო კარგო, მასეთი პროგრამები ზუსტადაც რომ ჭორებზე სასაუბროდ არის გამოგონილი.. თან ვარსკვლავებზე ჭორები რომ არ მოიგონონ ხოლმე, არავის დააინტერესებს რეალური მოწყენილი არსებობა

    მე მობეზრებული მაქვს ჭორები, ახალი ამბები და არც არაფერს არ ვუჯერებ..
    ჭორები ჩვენი საქმე არ არის, მაგრამ ამ ხალხსაც უხარია ხოლმე საკუთარ თავზე ახალი ჭორის გაოგნებისას – ვიღაცა ლაპარაკბს მასზე და ხალხს ახსოვს ^_^
    მოკლედ რაღც უაზროდ ვიბოდიალე

    მაგრამ ისე გეთანხმები 🙂
    ან რატო უნდა შემტკიოდეს გული (მაგალითად) შორენა ბეგაშვილის მკერდის ზომაზე ან ვინერივულო მის მომავალზე. ჩემი ცხოვრება მაქვს და + ჩემი ახლობლების ცხოვრება და სიხარული თუ პრობლემები, და არც მესმის ხალხის, რომლებიც ძალიან ცუდად ხდებიან მათი კუმირის ბედ–იღბალზე … ადამიანია რა მეტი ხომ არაფერი, მერე რა რომ კამერით ბერს უღებენ…გამაჩერეთ, მგონი შორს წავედი

    :)) ზი ენდ 🙂

    • alleskreativ says:

      სულაც არ არის სისულელე და მეც გეთანხმები. ჭორები რომ არა პოპულარულებიც ვერ იქნებოდნენ 😀
      მაგრამ მაია სვამს უცნაურ კითხვებს და შორენას მოწვევით გადაცემის რეიტინგი კიდევ უფრო იმაღლებს ალბათ

      • Jessie says:

        თან მერამდენეჯერ არის მოწვეული 🙂

      • alleskreativ says:

        უკვე შთაბეჭდილება მრჩება რომ ქართველებს ასეთი რაღაცეები მოსწონთ და ბევრი მაყურებელი ასეთ გადაცემას ყავს.

  5. nino says:

    პირველად ვარ ამ ბლოგზე და ძალიან მომეწონა.
    გეთანხმები,პირად ცხოვრებაზე ბევრი ჭორი არსებობს.მაგრამ აი ასათიანს რა უნდა არ ვიცი. სანამ თავის მოგვარე “კლინიკაში” არ გაუშვებენ არ გაჩერდება 😀 😀 😀

  6. NinucaElectro says:

    აი არ ვუყურე ამ გადაცემას და ახლა ვხვდები, რომ საინტერესო არაფერი გამომიტოვია.. :დ
    მართლა რაა, რაში სჭირდება ხალხს ამდენი უაზრო ჭორების დაყრა და მერე მთელი წელი მათი განხილვა არ მესმის!
    საერთოდ კი, როცა შენი პირადი არ გაქვს, მაშინ იწყებ სხვისი პირადით ცხოვრებას. და საქართველოში ძირითადად ასე ხდება, ცუდია ძალიან ცუდი.. : (

    • alleskreativ says:

      მართალი ხარ. ზოგი სხვისი ჭორებით ცხოვრობს. რავიცი ზოგს ალბათ სიამოვნებს ჭორაობაც

  7. Pippi says:

    როგორ არ ვუყურე ამ პროფილს… :)) ფუუ ვერ ვიტან მაია ასათიანს…

  8. Mallorie says:

    მე ჭორიკანა ვარ.
    ჰო, ვარ..
    მაინტერესებს ყველას ცხოვრება.. არა, რამდენიმე უინტერესოც გამოეჩხირება ხოლმე, ანუ ეგენი არ ითვლებიან.
    არც არავის თქვას, რომ არ აინტერესებთ სხვისი ცხოვრება..
    -ჰეჰ, ჭორაობაზე უკეთესი რა უნდა იყოს?
    -არც არაფერი..

    პ.ს. ასეთი გულახდილი კომენტარი თუ დაუწერიათ შენთვის, რაც გინდა ის მიქენი.. :დ

    • alleskreativ says:

      ^^მიყვარს ასეთი გულახდილი ადამიანები. ^^ ისე მეც კი მიყვარს ჭორაობა,მაგრამ ჭორსაც გააჩნია

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s