იგრძენი იაპონია!(გამოფენა)


დღეს თბილისის ისტორიის მუზეუმმა ქარვასლამ იაპონური ხელოვნებისა და კულტურის დღეებს უმასპინძლა. გამოფენის ფარგლებში წარმოდგენილი იყო იკებანა,ორიგამი, და შიოდო. იაპონური კულტურა უძველესი და მრავალფეროვანია.მართალია დიდად არ ვარ დაინტერესებული იაპონური კულტურით,მაგრამ გამოფენაზე წასვლა გადავწყვიტე მეგობრებთან ერთად. გამოფენამ თავიდანვე ძალიან დამაინტერესა.პირველი რაც თვალში მომხვდა ქაღალდის ფიგურები,ორიგამი იყო. შემდეგ წარმოდგენილი იყო ყვავილები და იაპონური იეროგლიფები.

ადამიანებს უყვართ გარემოს ყვავილებით გალამაზება.ამით არც იაპონელი ხალხია გამონაკლისი. სიტყვა იკებანა ყვავილის გაცოცხლებას ნიშნავს. ეს არის ყვავილების არანჟირების ტრადიციული ხელოვნება რომელიც ძალიან პოპულარულია მთელ მსოფლიოში.
იკებანის საფუძველი მდგომარეობს სამი ძირითადი ხაზის თუ ტოტის არსებობაში,რომლებიც ზეცის,მიწის და ადამიანის სიმბოლოებს წარმოადგენს.იაპონიაში იკებანი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხელოვნებაა და მას დიდ ყურადღებას აქცევენ.
ყვავილების დათვალიერების შემდეგ ვნახე ორიგამი რომელიც ფურცლის კეცვის ხელოვნებაა. პირველი რაც თვალში მომხვდა ლამაზი ფერები იყო. ერთი შეხედვით მარტივი ფიგურების გამოყვანა ძალიან რთულია.
ორიგამის შესახებ ადრეც მქონდა გაგონილი და ქაღალდისგან გულიც კი გამიკეთებია მაგრამ აქ ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.
ორიგამი ძელი იაპონური ხელოვნებაა,რომელსაც დღესაც არ დაუკარგავს აქტუალობა.ძველად ორიგამი მაღალი ფენისთვის ყოფილა განკუთვნილი რადგან ფურცელი ძვირი ღირდა.ორიგამი მთელ მსოფლიოშია გავრცელებული.
გამოფენის დასასრულს გავეცანით შიოდოს ეს არის იაპონური კალიგრაფია.იგი იაპონური სახვითი ხელოვნების ყველაზე გამორჩეული მიმართულებაა.შიოდო შესრულებულია მელნით თხელ ქაღალდზე.
გამოფენა მართლაც კარგი იყო. ვიმედოვნებ კიდევ ბევრჯერ მოეწყობა ასეთი სახის გამოფენები.დღეს მართლა ბევრი რამე შევიტყვე იაპონური ხელოვნების შესახებ.
პ.ს მდედრობითი სქესის წარმომადგენლებო 8 მარტს გილოცავთ!

Advertisements

About alleskreativ

Life begins with colors.TRY to be colorful მადლობა,რომ კითხულობთ
This entry was posted in Uncategorized and tagged , , , , . Bookmark the permalink.

6 Responses to იგრძენი იაპონია!(გამოფენა)

  1. Molly Bloom says:

    რა ლამაზი პოსტია… 🙂 და როგორ გამომრჩა…

    ახლა შენს ბლოგს გამოვიწერ და აღარ გამომრჩება.

    ორიგამიც მომწონს, იკებანაც, ჯუჯა ხეების – ბონსაის ხელოვნებაც, მაგრამ ჩემთვის იაპონია, პირველ რიგში, პოეზიაა 🙂

    იაპონური ხაკუ და ტანკა – მუსიკა სიტყვებით.

    • alleskreativ says:

      აი მართლა შევიგრძენი იაპონია. მოსაწვევი მქონდა და 8 მარტს რა მეკეთებინა ავდექი ა წავედი+ ორიგამი ძალიან ლამაზია. ბევრი ფერი და სურნელოვანი ყვავილები.
      მართლა ძალიან საინტერესო იყო. :*

  2. Jessie says:

    უხ რა კარგი პოსტია.. ჩემი და ამუღამებს ორიგამის და მეც ადრე მეხერხებოდა ^^ წიგნი მაქვს და ვსწავლობ.. 🙂 სამებასთან რომ არის პატარა მუზეუმი იქ ბავშვების ხელებით გაკეთებული ისეთი ლამაზი შედევრებია.. მშურს 🙂 ^^

    • alleskreativ says:

      “უხ რა კარგი პოსტია” ^^ ეს განსაკუთრებით მომეწონა მადლობა 🙂
      მეც დიდი სიამოვნეით ვისწავლიდი ორიგამს. მართლა ძალიან ლამაზი ხელოვნებაა. ერთადერთი რაც “დავამუღამე” გულების გაკეთებაა 😀

  3. Pippi says:

    იაპონელებზე ლამაზი კულტურა არავის არ აქვს ^^
    საწყლები რა საშინელება დაემართათ…..

    • alleskreativ says:

      ფაქტიურად მათი კულტურაც განადგურების პირასაა მისული 😦
      რამდენი ხანი დაჭირდება ყველაფრის აღდგენას

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s