მითხარი, რომელი ფერი გიყვარს და გეტყვი ვინ ხარ შენ.

ფერობანა ისევ აქტუალური გახდა და »♥» ana «♥«-ს დახმარებით მეც ჩავერთე ამ თეგ თამაშში.
პირობა იმაში მდგომარეობს,რომ ჩვენი ხასიათი ფერებს უნდა დავუკავშიროთ ან უბრალოდ დავწეროთ თუ რატომ გვიყვარს ესა თუ ის ფერი.
ჯერ კიდევ როცა 5 წლის ვიყავი, ჩემს ტოლებს ძალიან მოსწონდათ ვარდისფერი.გოგონები ვარდისფერ კაბებს იცმევდნენ,ვარდისფერი ფანქრით ხატავდნენ და თოჯინებს ამავე ფერის კაბებს  აცმევდნენ. მე კი მათგან განსხვავებით დედაჩემს ყოველთვის ვეუბნებოდი “ოღონდ ვარდისფერი არა”.არ მომწონდა ეს ფერი,ისიც კი მახსოვს ჩემს თოჯინას როგორ შევუცვალე ვარდისფერი კაბა და ჩემი შეკერილი რაღაც ჩავაცვი.(ფერი არ მახსოვს)
დღემდე არ მაქვს ამოჩემებული ერთი ფერი. მომწონს სიჭრელე,ბევრი ფერი ერთად. ფერები ადამიანის ემოციას,ხასიათს ყველაზე კარგად გამოხატავს. ჩემი ხასიათი კი ფერებისგან განსხვავდება. ხანდახან მწვანე ფერს მაგონებს,რადგან ამ ფერივით მშვიდი ვარ. საერთოდ მწვანე სიმშვიდესთან, კარგ განწყობასთანაც ასოცირდება.
ფერები ძალიან მიყვარს,ადრე ყველაფერს ფერებს ვუკავშირებდი, ადამიანს როცა გავიცნობდი ვამბობდი თუ რა ფერი შეესაბამებოდა.^^ მიყვარს მხიარული ფერები და ძირითადათ მათ განწყობაზე ვარ. მიყვარს შემოდგომის ფერები და სწორედ ამ თბილი ფერების გამოც მიყვარს შემოდგომა. მომწონს ფორთოხლისფერი,ლამაზი ფერია და სახელიც განსხვავებული აქვს.
ყველა ფერი განსხვავებული და ლამაზია. ამიტომაცაა ფერებში ჩემი გემოვნება ფერებივით მრავალფეროვანია. რთულია ისაუბრო შენს თვისებებზე,ხასიათზე.  მხიარულიც ვარ, ჯიუტიც, ზოგჯერ სევდიანი მაგრამ უფრო მხიარული. არ ვარ ძალიან ემოციური.მაგრამ ყველა ემოციის გამოხატვა შემიძლია. როცა რამე მიხარია ეს ყველანაირად მეტყობა. ხანდახან ძალიან ფეთქებადი ხასიათი მაქვს(რაც ალბათ ცუდია) არ მიყვარს ბევრი ფიქრი,ამიტომაცაა როცა რამე შეცდომას ვუშვებ გვიან ვაცნობიერებ. ხშირად ვარ პოზიტიურ განწყობაზე, პოზიტიურ განწყობას იასამნისფერს ვადარებ. ^^ არასოდეს არ მიფიქრია თავის მოკვლაზე,რაც ძალიან აქტუალურია მგონი. ყოველი დღე მიყვარს. ბევრჯერ მინახავს მზის ამოსვლა და ამ დროს შეფერილი ცა,ეს ფერებიც მიყვარს. ბუნება მიყვარს. სიმშვიდე,რომელიც მწვანესთან ერთად ცისფერსაც მაგონებს. მიყვარს მუქი ალუბლისფერი.ეს ხილიც განსაკუთრებით გემრიელია. წითელ ფერს მარწყვისფერს ვეძახდი,რადგან წითელი გემრიელ მარწყვთან ასოცირდებოდა.

ეს ჩემგან ♥

ცხოვრება ფერებით იწყება.ჩვენ ადამიანები “ფერადები” ვართ.  მიყვარს სიტყვა მრავალფეროვანი. არ მიყვარს შავი ფერი,მართალია ისიც ფერია,მაგრამ მე მას ვერ აღვიქვამ. ყველა ადამიანს აქვს თავისი საყვარელი ფერი.ზოგიც ჩემსავით მარავლფეროვნებას ანიჭებს უპირატესობას,ზოგიც კი თავის ცხოვრებას თავის ფერებში ხატავს.
ვთაგავ: პატარა მეოცნებეს (ძალიან მაინტერესებს რა ფერს ადარებს თავის თავს.)  Molly Bloom (მრავალფეროვანი პიროვნება მგონია ამ ბლოგის ავტორი) და ყოფილი მხატვრის ბლოგს

Advertisements

About alleskreativ

Life begins with colors.TRY to be colorful მადლობა,რომ კითხულობთ
This entry was posted in Uncategorized and tagged , , . Bookmark the permalink.

9 Responses to მითხარი, რომელი ფერი გიყვარს და გეტყვი ვინ ხარ შენ.

  1. კარგი პოსტია ) მართლაც,რომ ყველა ფერი თავისებურად განსაკუთრებულია და მშვენიერი.ალბათ მათჳ დამსახურებაა გარემო ასეთი მშვენიერი,რომ არის.. ❤

  2. ano_o says:

    ფერები მართლა ძალიან მიყვარს.
    განსაკუთრებით ყვითელი,რადგან ძალიან თბილი ფერია მზესავით 🙂

  3. თავგზაბნეული says:

    დიდ ხანს ვკითხულობდი თქვენს ჩანაწერებს, ბლოგერეობა ზოგაგდად ყოველთვის მომწონდა და აი, დეღეს მეც მომინდა რაღაც დამეწერა მაგრამ..თავი ბოლო ვერ გავუგე ვერაფერს, ან სად შეიძლება დარეგისტრირება ან რანაირად, იქნებ რამე მირჩიოთ..

    • alleskreativ says:

      მაილზე მოგწერ და იმედია დაგეხმარები.
      ან facebook.com/mari.devdariani დამიმატე

      • თავგზაბნეული says:

        მადლობ, მარი..გამოგიგზავნე მეგობრობა. 🙂

  4. ilyaverse says:

    .ჩვენ ადამიანები “ფერადები” ვართ. << ფრაზა მომეწონა 😀

    • alleskreativ says:

      😀 ეს რათქმაუნდა ხასიათზე იგულისხმება.ისე მართლა ფერადები რომ ვიყოთ. 😀

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s