მომავალი პროფესია

ყველას უფიქრია მომავალ პროფესიაზე,თუ ვინ სურს გამოვიდეს მომავალში.ზოგს პროფესია უკვე არჩეული აქვს,ზოგი ახლა ირჩევს,ზოგსაც კი ჯერ ვერ გაურკვევია რა პროფესიას აირჩევს სამომავლოდ(ამ კატეგორიას მივეკუთვნები მეც)
ჯერ კიდევ ბაღში დავდიოდი როცა მასწავლებელმა გვკითხა თუ ვინ გვინდოდა გამოვსულიყავით როცა გავიზრდებოდით.კარგად არ მახსოვს,მაგრამ მაშინ ყველას ექიმობა უნდოდა(ალბათ ძალიან მოდაში იყო ეს პროფესია) მაგრამ მე რატომღაც მხატვრობა მქონდა გადაწყვეტილი,მანამ სანამ არ დავრწმუნდი,რომ ხატვის ნიჭი საერთოდ არ მქონდა,არა ამაში დამარწმუნეს თორემ მე მაშინ მეგონა რომ ცალფეხა და ცალხელა გოგონების ხატვით შედევრებს ვქმნიდი.  😀 სკოლაში შესვლამდე მასწავლებლობა მინდოდა,მაგრამ სკოლაში შესვლის შემდეგ ამის სურვილი აღარ გამჩენია.მინდოდა მსახიობი ვყოფილიყავი,ამის შემდეგ აზრი შევიცვალე და ბანკში მუშაობა მომინდა 😀 მაგრამ ამის სურვილიც მალევე დავკარგე.მინდოდა დიზაინერი ვყოფილიყავი ან არქიტექტორი,მაგრამ გამახსენდა,რომ ხატვის ნიჭი არ მქონდა.
ყველა პროფესია არ მახსენდება,მაგრამ ახლა მართლა დავფიქრდი პროფესიაზე რასაც სამომავლოდ ავირჩევ.გუშინ “განვაცხადე” ,რომ ჟურნალისტობა მინდა,რაზეც პასუხად მივიღე “ფანტაზიის უნარი ამოგეწურაო” არ ვიცი ეს პასუხი რა შუაშია,მაგრამ მე ვფიქრობ ვინ მინდა ვიყო.არა და რამდენი პროფესია არსებობს.

Advertisements

About alleskreativ

Life begins with colors.TRY to be colorful მადლობა,რომ კითხულობთ
This entry was posted in Uncategorized and tagged , , . Bookmark the permalink.

5 Responses to მომავალი პროფესია

  1. egoisti says:

    აუ მე უკვე ვღადაობ პროფესიებზე :დ დედაჩემმა უთხრა ბებიაჩემს, ყველაფერი უნდა რომ გამოვიდესო და ბოლოს რა იქნება არ ვიციო.
    ასე რომ წინ სამი წელი გაქვს, მე ორი და როგორმე ბოლომდე დავრწმუნდებით რა გვინდა ვიყოთ 🙂

    • alleskreativ says:

      ჰო მეც მაგის იმედი მაქვს.თორე ფანტაზიის უნარი ამომეწურება მართლა 😀

  2. Ibi says:

    ეს ჩემთვისაც მტკივნეული თემა ^^
    მეც მაქვს ამის შესახებ პოსტი =)
    http://ibitime.blog.com/2011/02/05/მე-და-ჩემი-მომავალი-პროფე/

  3. პირველ კლასში ვიყავი,რომ გადავწყვიტე 😀 მაშინ ჩემს მიერ ამორჩეული პროფესიის მნიშვნელობაც კი არ ვიცოდი 🙂 უბრალოდ ვთქვი საბანკო საქმე და ბინანსები-მეთქი (მაში ბანკირი-მეთქი :D) და ზუსტად ვიცი,რომ მომავალში ეს პროფესია მექნება ))
    შენც მალე გადაწყვეტ,ჯერ საჩქარო არაფერია.

    • alleskreativ says:

      შენ მიზანი დაგისახავს პირველი კლასიდან. 😀
      ჰო.გადაწყვეტილების მიღება არ მეჩქარება ჯერ.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s