ხალხი და გარესამყარო


ჩვენს გარშემო უამრავი ადამიანია.ერთი შეხედვით ისინი განსხვავებულები არიან.საინტერესოა  მათზე დაკვირვება,მათი ხასიათების შესწავლა.ყველას განსხვავებული დამოკიდებულება აქვს გარესამყაროზე.ხალხი,რომელიც ჩემს გარშემო დადის ერთ პატარა სამყაროს ქმნის სადაც მე ჩემი თავის პოვნას ვცდილობ.ადრე მინდოდა ყველასთვის გამეგო,ყველაში  კარგი თვისება მეპოვა,რადგან ასე მასწავლიდნენ,მაგრამ ახლა ვხვდები,რომ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც უბრალოდ ეს კარგი თვისება არ გააჩნიათ ან უბრალოდ არ ჩანს ამიტომაც ძებნით თავი აღარ უნდა მოიკლა.სამყარო სადაც მე ყოველდღიური ცხოვრებით ვცხოვრობ თითქოს უმნიშვნელოდ,მაგრამ ჩემთვის მაინც ძალიან შეიცვალა.ადრე ყველასთვი გაგებას ვცდილობდი,მინდოდა ყველასთან კარგად ვყოფილიყავი.ახლა კი ვიცი ყველას ვერ გავუგებ ისევე როგორც ყველა ვერ გამიგებს მე. ვიცი ყველა ჩემი მეგობარი ვერ იქნება და ამის საჭიროებასაც ვეღარ ვხედავ. კარგია როცა ბევრი მეგობარი გყავს,მაგრამ მხოლოდ იმის გამო რომ ეს კარგია ყველას არ უნდა დაუმეგობრდე,ყველაფერს გააჩნია.ალბათ არცაა საჭირო ყველას გაუგო,ყველა მართლა ერთნაირი ვერ იქნება,ყველას ერთი შეხედულება ვერ ექნება,ამიტომაც ვართ ჩვენ ასეთი მრავალფეროვნები. 😀 ხალხის შეხედულებების გამო ნერვები არ უნდა მოიშალო,არ არის საჭირო ყველას ყურადღება მიაქციო (დიდი ხანია მივხვდი ამას)მხოლოდ ჩემს გარშემო ბევრია ისეთი ვინც სხვისი შეხედულებებით ცხოვრობს,ვინც იმაზე ფიქრობს “ხალხი რას იტყვის” არ მინდა მეც მათ დავემსგავსო.ხალხი ხალხია ისინი ყოველთვის იმას იტყვიან რაც უნდათ ამ ყველაფერს კი ჭორი მოყვება.(საიდან სად გადავედი,მაგრამ ამის შემდეგ ყოველთვის ჭორაობა იწყება.) და თუ ჭორაობენ არც ეს არაა პრობლემა,იჭორაონ  ეს იმას ნიშნავს რომ, ჯერ კიდევ პოპულარული ხარ.

Advertisements

About alleskreativ

Life begins with colors.TRY to be colorful მადლობა,რომ კითხულობთ
This entry was posted in Uncategorized and tagged , . Bookmark the permalink.

6 Responses to ხალხი და გარესამყარო

  1. ჰო,მეც დიდხანს ვერ ვხვდებოდი მაგ ამბავს )) მაგრამ ხალხი,რის “მეგობრები” არიან თუ ადრე თუ გვიან კლანჭები არ გამოაჩინეს ))

    • alleskreativ says:

      თავიდან ყველა კარგადაა,მაგრამ აი როცა კარგად დააკვირდები მაშინ ერთი შეხედვით დანახული იცვლება. :S

  2. Jessie says:

    ინდივიდები ვართ,, ჩვენ ბოლომდე საკუთარი თავის არ გვესმის ხოლმე, და რატო უნდა მოვთხოვოთ სხვას ჩვენი გაგება:)

    • alleskreativ says:

      ჰო მართალი ხარ.ამიტომაცაა ყველა ვერ გაგვიგებს და ამის გამო არ უნდა “დავიგრუზოთ”

  3. მე მევასება ჩემზე რომ ჭორაობენ და მე ჩუმად რო ვუსმენ ^_^

    • alleskreativ says:

      იცი ჭორსაც გააჩნია 😀 ყველაზე ცუდია სხვისგან რომ იგებ.იჭორაონ რა პრობლემაა 😀

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s