დღემდე მოტანილი ჩანაწერი

რაღაც მოთხრობის წერა დავიწყე,დავამთავრებ? არა მგონია
მოთხრობები რისი წერაც დავიწყე არც ერთი არ დამისრულებია,ყველა ჩანაწერი ასე იწყება.ქუჩის ბოლოს იდგა ერთი სახლი,სახლში პატარა გოგონა ცხოვრობდა…მერე?გაგრძელება არაღ მიწერია…თქვენი აზრით დამეზარე??? არა! დრო არ მქონდა??არა! უბრალოდ არ ვიცოდი რა უნდა დამეწერა,პატარა სახლი,გოგონა,ქუჩა,ნეტა რისი დაწერა მინდოდა მაშინ????ნეტა რატომ არ დავწერე?ახლაც იგივეს გავაკეთებ ალბათ…მსგავსი მოთხრობები ხშირად დაუწერელი მრჩება…ან საერთოდ რას ვუწოდებ მოთხრობას???ორ წინადადებას???სადაც მხოლოდ არაფრის მთქმელი სიტყვები წერია? იქნებ ამ სიტყვებში ჩემი სათქმელი ვთქვი…პატარა გოგონა,სახლი,ქუჩა…იქნება ესაა მთელი მოთხრობის შინაარსი.მაგრამ  ახლა მართლა მინდა რამე დავწერო,დიახ! გოგონაზე .ოღონდ არა პატარა არამედ გაზრდილ გოგონაზე.

გოგონას ქუჩები პატარა აღარ ეჩვენებოდა,როგორც მაშინ,ადრე როცა მხოლოდ 10 წლის იყო.გოგონა გაიზარდა და გაიზარდა ქუჩაც,გაფართოვდა სახლიც.გოგონამ ახალ სამყაროში გაიღვიძა.გახსოვთ ალბათ როგორი რთული ბავშვობა ქონდა მას..სულ მარტო ცხოვრობდა.დასცინოდნენ….ატირებდნენ,ახლა კი ისევ იმ ქუჩას მიუყვება გოგონა,მაგრამ არავინ დასცინის,პირიქით ყველა უღიმის,ესალმება..ზოგი აჩერებს და ამბებს უყვება,აღარავის ახსოვს ის პატარა გოგონა,რომელიც ადრე ქუჩებში დარბოდა და ყველა გამვლელს ფულს თხოვდა..ყველას დაავიწყდა თუ როგორ უწყრებოდნენ,როგორ დასცინოდნენ.ყველას ხიბლავს ახალი გოგონა,რომელიც ამაყად დააბიჯებს ქუჩებში.ადრე მისთვის სამყარო დიდი იყო,ძალიან დიდი,ქუჩები კი პატარა,ახლა ყველაფერი შეიცვალა ქუჩები უსაშველოდ გაიზარდა,სამყარო კი დაპატარავდა…დილით ადრე დგებოდა გოგონა,ოღონდ  უკვე სხვა ფიქრებით…არა ისე როგორც უწინ.ოცნებებში…თითქოს გოგონამ დაიძინა და თავი ლამაზ სიზმარში ამოყო,სადაც ყველაფერი აქვს..დრო სწრაფად გადიოდა…მაგრამ გოგონას აკლდა ერთი,ყველაზე დიდი და კარგი მეგობრები,რომლებიც არასოდეს ყოლია.ადრე ბავშვობაში არავინ ეკარებოდა,ახლა კი თვითონ აღარ ეკარება არავის..ცხოვრებამ შეცვალა,რა მისი ბრალია თუ ასეთი გახდა.

წლები ემატებოდა გოგონას და მიხვდა აკლდა მეგობარი,რომელიც ამ ლამაზ სიზმარში მასთან ერთად იქნებოდა,დაეხმარებოდა,დაამშვიდებდა..მას ყველაფერი ქონდა…ასე უმეგობროდ ვერ იქნებოდა ,უნდა ეპოვა ერთი ან ბევრი..მან ბევრი იპოვა

გოგონა!გოგონა!რა ლამაზი ხართ!_გაიგონებდა შორეულ ძახილს,ყურადღებას არ აქცევდა ხმას,მაგრამ გულში კი ეღიმებოდა,უხაროდა რომ ამჩნევდნენ…ასეთი ძახილი იყო ბევრი,მაგრამ სიზმარი ყოველთვის მთავრდება,და იწყება რეალობა….
….ისევ ის ქუჩა,ისევ ის სახლი,ისევ ის პატარა,მაგრამ ლამაზი გოგონა,რომელიც ოცნებებმა შორს გაიტაცა..

Advertisements

About alleskreativ

Life begins with colors.TRY to be colorful მადლობა,რომ კითხულობთ
This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

2 Responses to დღემდე მოტანილი ჩანაწერი

  1. cvanga says:

    რააღააც მიუწვდომელი ახლო და თბილიააააააააა : ))))) არ ვიცი ასე მომეჩვენა შენთის ახლოო ალბათ ….. : ))))))))))))))))))))))))))))

  2. მომეწონა < 3

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s