ერთი დღე ყაზბეგში (ნაწილიI)

როგორც იქნა მოვიცალე და პოსტის დაწერა გადავწყვიტე (არადა როგორი მოუცლელი ვარ) 😀 გუშინ მართლა კარგი დღე იყო..თან ძალიან კარგი.დიდი ხნის სურვილი ავისრულე და ყაზბეგში წავედი. გერმანელებმა პატარა ტური მოაწყვეს,სადაც დედაჩემი იყო მიწვეული და არა მარტო დედაჩემი! მეც. ძალიან,ძალიან მიხაროდა.1 კვირით ადრე ვიცოდი და მოუთმენლად ველოდებოდი შაბათს. წინ ყაზბეგის მომხიბვლელი ბუნება მელოდა…აი ეს შაბათი დღეც დადგა. 🙂 მაგრამ მე არ ვიცოდი როგორი გამყინვარება მელოდა წინ. :დ პირველი გაჩერება ანანურში იყო…საიდანაც ულამაზესი ხედი იშლება ჟინვალის წყალსაცავზე..ულამაზესი ბუნება..

გზა განვაგრძეთ…მე პირადათ ძალიან მომეწონა ანანური…გზათ ლამაზი ბუნება,შემოპარული შემოდგომა გვხვდებოდა და დაიწყო მიხვეულ-მოხვეული გზები,რომელიც მაღლა მაღლა მიდიოდა. მთებიც უფრო მაღლდებოდა,გზაც უფრო გრძელდებოდა და კიდევ ერთხელ შევჩერდით..ქვემოთ ულამაზესი ხედი იშლებოდა,აქა-იქ სახლები,ხეები და ულამაზესი მთები..აი აქ უკვე სიცივე ვიგრძენი,მაგრამ რაკი მზე ანათებდა სვიტერის ჩაცმა გადავიფიქრე 🙂 სანამ გზას გავაგრძელებდით სურათები გადავიღე
სულ ფანჯარაში ვიყურებოდი,გარეთ ლამაზი ბუნება ჩანდა,თან ძალიან ლამაზი. 🙂 თანაც გერმანულ-ინგლისურ-ქართული საუბარი ერთმანეთში ირეოდა.ზოგი სამივე ენაზე ერთან ლაპარაკობდა…. სანამ სტეფანწმინდაში მივედით გზაში კიდევ ორჯერ გავჩერდით.
გაჩერება #3
აი აქ უკვე ძალიან შემცივდა… შემოდგომა კიარა ზამთარი მეგონა.სვიტერი გადავიცვი,მაგრამ მაინც ციოდა.
გზად უამრავი მშენებარე სასტუმრო და საცხოვრებელი სახლი გვხვდებოდა. მივუახლოვდით მთას.რომლის ერთ ნაწილზე წყალია და სხვა შეფერილობა(არ ვიცი ზუსტად ამას რა ქვია) ულამაზესია,ასეთი რამ ჯერ არ მინახავს.
გაჩერება #4
ყაზბეგის დასათვალიერებად და გასცნობათ ერთი დღე მართლაც არ არის საკმარისი,თან თუ ძალიან ცივა. თანაც იქაურებმა თქვეს 2 საათში ისე აცივდება გარეთ ვერ გახვალთო, ჩვენ პიკნიკი უნდა მოგვეწყო.კარგი ადგილი ავარჩიეთ და წავიპიკნიკეთ…მართალია დიდი არაფერი,მაგრამ ცოტა დავნაყრდით….ჩემი ფოტოაპარატი დაიცალა,მაგრამ სათადარიგო ელემენტი მქონდა წამოღებული,ამიტომაც ფოტოაპარატი სიკვდილს გადავარჩინე 🙂

გერმანელებს ძალიან მოეწონათ ქართული ღვინო 🙂 “Georgische Cola” 😀 მთებში ნისლი ჩამოწვა,კარგია როცა ამას შენი თვალით ხედავ,როგორ მოდის ნისლი.
პოსტი ძალიან გამიგრძელდა,ძაან კი ვეცადე მაგრამ მაინც ორ ნაწილად უნდა გავყო. გაგრძელება იქნება…..

Advertisements

About alleskreativ

Life begins with colors.TRY to be colorful მადლობა,რომ კითხულობთ
This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

2 Responses to ერთი დღე ყაზბეგში (ნაწილიI)

  1. knuti says:

    ჩეი ყაზბეგი ❤
    როგორ იმყვარს , იცი?
    მინდა ყაზბეგში :შ

  2. different says:

    რა კარგი ფოტოებია. :)))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s