4 თვის წინ…

დიახ! 4 თვე!4 თვე გავიდა მას შემდეგ რაც პირველი პოსტი დავწერე!!!ალბათ გაგეცინებათ,მერე ეს რა დასაწერი იყოო,მაგრამ ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი თარიღია. მართალია ხშირად მავიწყდება ჩემი ბლოგის დაარსების თარიღი,მაგრამ დღეს ასე არ მოხდა…4 თვის წინ მე განსხვავებულ სამყაროში აღმოვჩნდი,სამყაროში რომელსაც ბლოგოსფერო ქვია. ნელ-ნელა ვვითარდებით,მართალია ჯერ პატარები ვართ,მაგრამ მალე გავიზრდებით და კიდევ ბევრ რამეს ვისწავლით.
ყველაფერი კი ასე დაიწყო…პარასკევ საღამოს,კომპიუტერის ეკრანს ვუყურებდი…საქმე არაფერი მქონდა…უცებ გამახსენდა დედა ლაპარაკობდა ბლოგზე და მეუბნებოდა გააკეთე,არ გაინტერესებს რა გამოგივაო…მე მაშინ ყურადღება არ მიმიქცევია,მაგრამ იმ საღამოს გამახსენდა და googles მივმართე,მან blogger.com მირჩია..მეც შევუდექი ბლოგის გაკეთებას….მაგრამ მართლა არ ვიცოდი რას ვაკეთებდი,უბრალოდ ვწერდი. აი სათაურს დრო,რომ მოვიდა ცოტა გავიჭედე…და “დაწერე ის რასაც ფიქრობ”დავარქვი..თან მეცინებოდა…(რატომ,არ ვიცი) და მე გამიხარდა პირველი პოსტი ბლოგზე…მერე რა,რომ პოსტი არც ისე საინტერესო იყო….და ასე ნელ-ნელა ვწერდი ახალ პოსტებს… პირველი კომენტარიც გამიხარდა…და საიტზე აციმციმებული პირველი 4 მკითხველი..მართალია მათი ვინაობა არ ვიცოდი,მაგარმ მე მიხაროდა და ახლაც მიხარია…. 🙂  ნელ-ნელა დავუმეგობრდი ჩემს ბლოგს,ხანდახან ჩემი საუკეთესო მეგობარიცაა,მეგობარი,რომელიც მოგისმენს,მართალია ვერაფერს გეტყვის,მაგრამ მოგისმენს…ამ 4 თვის განმავლობაში მე უამრავი ბლოგი აღმოვაჩინე,ზოგმა ჩემი ბლოგი აღმოაჩინა…blogger-იდან wordpress-ზე გადავინაცვლე…აქაც კომფორტულად გრძნობს ჩემი ბლოგი თავს 🙂  წერა შემიყვარდა…მაგრამ ახლა ვცდილობ უკეთ ვწერო… და ჯერ კიდევ 4 თვის წინ მე პირველი პოსტი დავწერე პოსტი რომელიც თქვენ არ გახსოვთ,მაგრამ მე  ყ ო ვ ე ლ თ ვ ი ს მემახსოვრება…
და თქვენ ვინც ახლა ამას კითხულობთ…დიდი მადლობა 🙂

Tqveni alleskreativ

About alleskreativ

Life begins with colors.TRY to be colorful მადლობა,რომ კითხულობთ
This entry was posted in Uncategorized and tagged , , . Bookmark the permalink.

3 Responses to 4 თვის წინ…

  1. siyvarulovna says:

    ძალიან სასიამოვნოა როდესაც გადაავლებ თვალს განვლილ პერიოდს (პოსტებს) და გრძნობ რომ გაიზარდე, გაიზარდა შენი ბლოგი, შეიცვალა სტილის მანერა, დახვეწე წერა და ნელ–ნელა გამოასწორე გრამატიკული შეცდომები. + ამას უფრო სასიამოვნოა როდესაც ბლოგს მკითხველები დღითი დღე ემატებიან. როდესაც გცნობენ, ა შენ ის არ ხარო? ეს ყველაფერი ღირს თავიდან წვალებად

    • alleskreativ says:

      ღიმილით ჩავიკითხე კომენტარი…აი ზუსტად ასე 🙂

      • siyvarulovna says:

        წარმატებები საყვარელო :* მე უკვე მერვე თვეს ვატარებ ჩემს ბლოგთან ერთად და საოცრად ამაყი ვარ რომ შევქმენი ჩემი პატარა სამყარო.

Leave a comment