3 წლის წინ და 3 წლის შემდეგ (ანა ფრანკის დღიური)

წიგნი ♥

3 წლის წინ,პირველად წავიკითხე ანა ფრანკის დღიური, მაშინ ჩემთვის თითქმის ყველაფერი გაუგებარი აღმოჩნდა, წიგნის დასრულების შემდეგ უამრავი კითხვა დამებადა,ამ კითხვებზე პასუხის გაცემა კი ვერავინ შეძლო. მე არ მესმოდა ანა ფრანკის,მისი ფიქრების, ქცევის,აზრების. მე მხოლოდ ვკითხულობდი,მაგრამ ვერ ვიგებდი რატომ წერდა ანა ასე!!! უბრალოდ ვიცოდი,.რომ მას ძალიან უჭირდა და ამ ყველაფერს დღიურში აღწერდა. წიგნის კითხვა დავასრულე,თაროზე შემოვდე და 3 წელი ხელი აღარ მიხლია. თვალშიც არ მომხვედრია ანა ფრანკის დღიური,რომელმაც ამდენი უპასუხოდ დარჩენილი კითხვა დამიტოვა.
ორი კვირის წინ კი წიგნების დალაგება დავიწყე,თვალში მომხვდა დღიური,არა საკუთარი არამედ ანა ფრანკის.  დღიური,რომლის წაკითხვაც მომინდა,მომინდა კითხვებზე გამეცა პასუხი.რომელიც  სამი წლის წინ უპასუხოდ დავტოვე. წიგნის წაკითხვის დროს ანა ფრანკი გახდა ჩემი მეგობარი, მე კი ადამიანი რომელიც მის პრობლემებს უსმენს,მის ყოველ აზრს კითხულობს და ხვდება რა უჭირს ანას. ორი კვირით მე ვიყავი ანა ფრანკის უახლოესი მეგობარი,მეგობარი რომელმაც გადაიტანა ის რაც ანა ფრანკმა. მე ვიმოგზაურე ანა ფრანკის დღიურში,ჩაკეტილ სივრცეში სადაც მუქი კედლებია.ერთი წამითაც რომ წარმოიდგინო თავი ანა ფრანკის ადგილას,ძალიან გაგიჭირდება. მაგრამ მე მესმის ანა ფრანკის, დედასთან პრობლემების, რთულია იცხოვრო ჩაკეტილ სივრცეში,რთულია შენს გარშემო იღუპებოდეს ათასობით ადამიანი და შენ ვერაფერს ვერ აკეთებდე.რთულია იცხოვრო და გეშინოდეს.გეშინოდეს ხალხის.რთულია კვდებოდე მაშინ როცა ამას სულაც არ ელოდები. ჩვენც გადავიტანეთ ომი,მაგრამ არა ისეთი როგორიც ანა ფრანკმა, ბევრი იტყვის ომი,ომია,რა მნიშვნელო აქვს როგორი ომი გადავიტანეთ!!! დიახ! მაგრამ,ჩვენ ანასავით ჩაკეტილ კედლებში არ გვიცხოვრია. 3 წლის წინ მე უამრავი კითხვა მქონდა, ახლა კი მე შემიძლია თამამად ვთქვა : მე წავიკითხე ანა ფრანკის დღიური,თან ისე რომ არცერთი კითხვა არ გამჩენია. ალბათ იმიტომ რომ ანა ფრანკი 13 წლის იყო როცა დღიურის წერა დაიწყო….
. ანა ფრანკის დღიური ისევ თაროზე დევს…გავა დრო და მე მას კიდევ ერთხელ აღმოვაჩენ.
წაკითხვის შემდეგ გადავწყვიტე დღიურის წერა

ანა ფრანკი

Advertisements

About alleskreativ

Life begins with colors.TRY to be colorful მადლობა,რომ კითხულობთ
This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

4 Responses to 3 წლის წინ და 3 წლის შემდეგ (ანა ფრანკის დღიური)

  1. ამას წინათ მეც თაროებს ვალაგებდი და ანა ფრანკის დღიურიც არმოვაჩინე,მაშინვე ძალიან მომინდა დამეწყო კითხვა თან დრეს სენი პოსტიც წავიკიტხე )) დრეიდან მეც მისი მეგობარი გავხდები ალბათ ❤

  2. aNN !! says:

    ki dzaan momewona da magari wigniaa(Y)( LO):**

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s