“სათაური”

რა დავწერო? ან რატომ დავწერო?

-მე ხომ წავიკითხავ.ჩემი დაწერილი ხომ სადღაც იქნება.ჩემს დაწერილს ბლოგი შეინახავს.ბლოგი ადგილი სადაც მელოდებიან და დამელოდებიან ყოველთვის.(ხშირად ვიმეორებ)ალბათ იმიტომ,რომ ჩემი ბლოგი ძალიან შემიყვარდა.რომ ვთქვი არ მომენატრათქო,არ ვყოფილვარ მართალი,ზღვიდან ჩამოსული,პირველი რაც იყო ჩემი ბლოგი გავხსენი და ვნახე,რამე ახალი ხომ არ იყო.(ახალი არაფერი)მაგრამ ჩემი ბლოგი ცოტა შეცვლილი დამიხვდა,რადგან 10 დღე მარტო იყო,უჩემოდ.მოწყენილი.თითქოს დასაწერი აღარაფერი დამრჩა,თითქოს უკვე ყველაფერი დავწერი,ყველაფერი ვთქვი,რისი თქმაც მინდოდა.მაგრამ ასე არ არის.მე ჯერ არაფერი არ მითქვამს,მე ჯერ არაფერი არ დამიწერია…
მეგონა ახალი იდეებით დატვირთული ვიქნებოდი,მაგრამ არა! პოსტის სათაურებსაც კი ვეღარ ვიფიქრებ. დღეს უცებ მომინდა უსათაურო რაღაცის დამეწერა.მაგრამ უბრალოდ ვწერ,საერთოდ არ ვიცი რას ვწერ და რატომ.ძნელია წერა,როცა არ იცი რა უნდა წერო. არდადეგები მაქვს ჯერ.დიიდ ხანს ვატარებ კომპიუტერთან, 2 ახალი წიგნი ვიყიდე და მინდა წავიკითხო.უკვე დავიწყე კითხვა.კარგი იქნებოდა ცოტა ეწვიმა მაგრამ საერთოდ არ აპირებს წვიმას.პირიქით უფრო ცხელა…რავიცი თუ რამე ახალის დაწერა მომინდა,იქნებ სათაურიც მოვიფიქრო და რამეს დავწერ.
P.S ქაღალდის გემების გაკეთება ვისწავლე.ახლა ერთი კარგი წვიმა და ყველას გავუშვებ
Advertisements

About alleskreativ

Life begins with colors.TRY to be colorful მადლობა,რომ კითხულობთ
This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

One Response to “სათაური”

  1. pawuk says:

    სათაურები არ გამახსენოო 😦 სულ მავიწყდება დაწერა, სანამ არ შემახსენებენ უსათაურო პოსტებს ვაქვეყნებ ხოლმე 😀 მეზობლების სიაში ჩაგამატებ 🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s