მახსოვს

ჩემი თვალით დანახული რუსული აგრესია


“დედაო ღვთისა ეს ქვეყანა შენი ხვედრია”
ათასობით ადამიანი განურჩევლად სქესისა, ეროვნებისა, სარწმუნოებისა, ასაკისა გარინდებული იდგა აგვისტოს ერთ დღეს ტაძარში სანთლებით ხელში და საქართველოს ავედრებდა ღვთისმშობელს…
აგვისტოს ერთი შეხედვით ცხელი დღე იყო, ტუმცა არ ვიცი როგორ,მაგრამ ძალიან მციოდა, ვთრთოდი.თრთოდა ჩემს თითებში პაწია სანთელი…თვალები ღვთისმშობლის ხატისკენ მიმეპყრო…არ ვიცი საიდან მოდიოდა მუდარით სავსე სიტყვები რომელთაც ვბუტბუტებდი და სხვა ათასობით გარინდებულ ადამიანთა შორის მეც ვავედრებდი ჩემს ქვეყანას დედას ღვთისმშობელს…შემდეგ ქუჩა…თბილისის ჭრელი აივნები..დუმდა ტბილისი, შავით შემოსილიყო ქალაქი…თითქოს ჩემს ირგვლივ ყველაფერი სქელი კვამლით დაფარულიყო…მიჭირდა სუნთქვა, მინდოდა გაქცევა..არ ვიცი რას გავურბოდი.მეგონა მიწიდან უამრავი ჭია-მატლი ამოდიოდა და ჩემს ქვეყანას რაღაც საშინელს უქადდა..თუმცა ყველაფერი სულ სხვაგვარად იყო რამდენიმე დღის წინ… ჩვენება თუ სიზმარი… ტრიალ მინდორში ვიდექი..არავინ იყო ირგვლივ…შორს რაღაც უცნაურ, ნიჩბით ხელში რაღაც უსახური არსება უცნაურ მოძრაობებს აკეთებდა…თვალები ზეცისკენ ავაპყარი და ცხადად დავინახე ღვთისმშობელი..მომეჩვენა, რომ ნარვლიანი თვალებით დაჰყურებდა ჩვენს ქვეყანას.ტკივილი ვიგრძენი და თვალები გავახილე…და თავზარდამცემი ფრაზები.. “ომი დაიწყო” გორი იბომბება..მაშინ ვერ გავაცნობიერე ის რაც ჩემს ირგვლივ ხდებოდა…ვხედავდი მხოლოდ დედის ცრემლიან თვალებს…თითქოს ყველაფერი გაქვავდა ჩემს ირგვლივ…ჩემი გულისცემაღა მესმოდა და არ ვიცი საიდან რაღაც ძალიან მძიმე მუსიკა გუგუნებდა ახლოს…ძალიან ახლოს.მეგონა ვიღაც მძიმე ჩექმით დააბიჯებდა და სიზმარი გამახსენდა..ნიჩბით ხელში…უსახური, მძიმე ჩექმებით…ვიღაცა ტიროდა, ვიღაცა იცინოდა,ვიღაცას ძალიან სტკიოდა…ზეცა სისხლისფრად შეღებილიყო….შემდეგ იყო შეშინებული თვალები ათასი იმედიანი სიტყვა,მაგრამ მაინც თეთრად გათენებული აგვისტოს ღამე…”თბილისში შემოდიანო”დედის ათრთოლებული ხმით ნათქვამი ფრაზები და ვიგრძენი ხელი რომ გადამისვა რა ცივი თითები ჰქონდა როგორ თრთოდა…რატომღაც ჩემს ირგვლივ ყველაფერი განაცისფერდა…იმ წუთში ვიგრძენი როგორ ჩამეღვარა რაღაც ძალიან ცხელი მთელ სხეულში, დავხუჭე თვალები და რაღაცის მოლოდინში დაღლილს ჩამეძინა…
და კვლავ ის უსახურინიჩბიანი არსება აღიმართა ჩემს წინ…რაღაც გაურკვეველ სიტყვებს ძალიან ხმამაღლა გაჰყვიროდა და ამაზრზენად ხარხარებდა..მიწიდან უამრავი ჭია-მატლი მატლი ამოდიოდა… ურიცხვი სისხლით გაბერილები..წინ ურჩხული მძიმე ნაბიჯებით სისხლისმსმელი თვალების ბრიალით და საშინელი ცეცხლის ფრქვევით ქვეყანას წალეკვას უქადდა…და აი… კიდევ ერთხელ უნდოდა საშინლად მყრალ გველეშაპს კუდი მოექნია და მის ირგვლივ ყველაფერი ცეცხლში შთანთქმულიყო…უეცრად ზეცა გადაიხსნა და აელვარდა საქართველოს დროშა.რომელიც მთელ ქვეყანას გადაფარებოდა,ვხედავდი ჩვენი დიდი წინაპრების გამარჯვების კიჟინით მოელვარე თვალებს, ვხედავდი სამას არაგველს,უამრავ მოწამეს და დავით აღმაშენებელს,რომელსაც მაღლა აღემართა მახვილი და უმოწყალოდ ხოცავდა ჭია-მატლს…და აი წმინდა გიორგი და დამარცხებული გველეშაპის ღრიალმა გააყრუა არე-მარე…წუთით გაირინდა მთელი სამყარო…ჩემი ქვეყანა კაშკაშებდა…თეთრწვერა მოხუცს ქარი თეთრ ჭაღარას უწეწავდა…ის კი იდგა შეუდრეკელი და ჩვენს ქვეყანას ავედრებდა ღვთისმშობელს…და ჩვენ ამ ქვეყნის მომავალი თაობა, მომავალი დედები, მომავალი ჯარისკაცები და მომავალი პატრიოტები-ერთად ხელიხელჩაკიდებული ვიდექით ყაყაჩოებით გადაწითლებულ საქართველოს ულამაზეს ადგილას და მთელი ძალ-ღონით,თითქოს გვინდოდა მთელ სამყაროს მიწვდენოდა ეს ძახილი.სუფთა, ბავშვური ხმით წარმოვთქვამდიტ უკვდავ სიტყვებს!!!
…”გვიყვარდეს საქართველო” “ქვეყნად მხოლოდ ერთი საქართველოა და ეს საქართველო ჩვენია!!!!!”

Advertisements

About alleskreativ

Life begins with colors.TRY to be colorful მადლობა,რომ კითხულობთ
This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s