ძველ რვეულებში ნაპოვნი სიახლე

დღეს ძველ რვეულებს გადავხედე,განსაკუთრებით დიდი ყურადღება ქართულის რვეულმა მიიპყრო,რომელშიც ყოველთვის საინტერესო რაღაცეებს ვპოულობ ხოლმე.გადავხედე ჩემს მიერ დაწერილ თავისუფალ თემებს და ერთი ბოლომდე ჩავიკითხე სათაურით “ამბავი სადაც არაფერი ხდება”დღეს 3 პოსტი დავდე.ეს რიგით მესამეა..წერა არ მეზარება,ამ სიცხეში ვერსად ვერ წავალ ამიტომაც ჩემს ბლოგს ვავსებ სიახლეებით.ჰოოოდა გადავიდეთ იმაზე რაზეც დღეს უნდა დავწერო.მინდა გაგცნოთ ჩემი რვეულის ფურცლებიდან ერთ-ერთი ამბავი.

ამბავი სადაც არაფერი ხდება
თქვენ ფიქრობთ,რომ არ არსებობს ასეთი ამბავი სადაც არაფერი ხდება?მე დაგარწმუნებთ,რომ ცდებით,მეც ასე მეგონა სანამ ეს მე თვითონ არ ვნახე.ერთი შეხედვით ყველა ამბავში რაღაც ხდება.შემდეგ ეს ამბავი იწერება.ამბავი სადაც არაფერი ხდება სუფთა ფურცელია,გვერდზე კალმით.რომელიც დაწყებულია უაზრო სიტყვებით.ცარიელ ფურცელზე მართლაც არაფერი ხდება.ფურცელი ცარიელია და არაფრის წაკითხვა არ შეგიძლია.ნუ გგონიათ,რომ მეც ცარიოელ ფურცელს დავტოვებ,არა მე ამბავს მოვყვები რომელიც ჩემს წარმოდგენაში ცოცხლობ.
დილაა,სადღაც მიმეჩქარება,მაგრამ არ ვიცი სად.კვირაა,კიბე ჩქარა ჩავირბინე და გარეთ გავედი.დღე უცნაურად დაიწყო.ერთი შეხედვით საინტერესო არაფერი ხდებოდა,მაგრამ ამაოდ მეგონა ასე.გავედი საბავშვომოედანზე,მაგრამ ყველაფერი გაჩერებულიყო.ძალიან გამიკვირდა ეს ყველაფერი და გზა განვაგრძე.მაღაზიის ვიტრინებში შევიხედე.იქ არაფერი ხდებოდა.ყველაფერი გაჩერებულიყო.ამბავი სადაც მე მოვხვდი არაფერი ხდებოდა.მხოლოდ მე ვმოძრაობდი.მოსაწყენია,.ვერაფის იპოვი ისეთს ვისაც დაელაპარაკები.ალბათ წვიმა მოვა და ყველა გაცოცხლდება როგორც ეს ამბავი გავაცოცხლე მე.
Advertisements

About alleskreativ

Life begins with colors.TRY to be colorful მადლობა,რომ კითხულობთ
This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s