და მაინც ცხოვრება გრძელდება


…ცხოვრობდა ერთი მწერალი…მის მოთხრობებს გამომცემლობაში ტოვებდა და ერთი ზარის იმედზე იყო..ელოდებოდა ზარს,რომელიც თავის ცხოვრებას შეცვლიდა.მაგრამ ეს ზარი არ ისმოდა…ერთხელ როცა გამომცემლობაში თავისი ნაწერების წამოსაღებად მივიდა,ოთახში შევიდა და სკამზე ჩამოჯდა.ჩამოჯდა და ნაწერებს ჩააშტერდა,დიდი ხანი კითხულობდა ნაწერებს,მაგრამ არც კითხულობდა…ეძებდა სიტყვებს,რაც მის ცხოვრებას შეცვლიდა.მაგრამ მის ნაწერებში იყო რაღაც სიყალბე..სიყალბე რომელმაც ყველა შეაშინა..უცებ თავზე ვიღაც შავ ქურთუკში გამოწყობილი,მაღალი,გამხდარი კაცი დაადგა…ქალმა აიხედა და გაშრა..შეეშინდა..კაცი ხან მას უყურებდა ხან მის ნაწერებს აკვირდებოდა.ქალმა ნაზი ხმით კითხა”რას ეძებთ ბატონო?”მან კი რაღაც ჩაილაპარაკა და დაჟინებული მზერით ჩააშტერდა ქალს..მერე აიღო მისი ერთ-ერთი ნაწერი და კითხვა დაიწყო,მაგრამ სულ ტყუილად,არც კითხულობდა,მას უფრო სხვა მიზნები ამოძრავებდა,ამიტომაც მივიდა მასთან.მოთხრობა ჩაათვალიერა და გაიღიმა,ქალს ამაოდ ეგონა რომ გადარჩა,ყველაფერმა ჩაიარა,მან არ იცოდა რომ ყველაფერი ახლა იწყებოდა.კაცს სახეზე სიბრაზე დაეტყო და მოთხრობა რომელიც ხელში ეჭირა გადახია.ქალმა ბრაზი ვეღარ შეიკავა და კაცს უყვირა”რას აკეთებს! თქვენ ჩემი საუკეთესო მოთხრობა დახიეთ.ახლავე მიბრძანდით აქედან.”კაცი თითქოს შეცბა,მაგრამ არ დაიბნა და ქალს უთხრა”თქვენ არ იცით რა უნდა წეროთ,ქალაქზე ათასი სისულელე მხოლოდ შენნაირ მდაბიოს თუ მოაფიქრდება დასაწერად.თქვენ ზარს ელოდებით ასეთ ნაწერში კი არავინ არ დაგირეკავთ.ამის გამოქვეყნებაზე კი საუბარიც არ შეიძლება.ქალმა ვერაფრის თქმა ვერ გაბედა,იგრძნო,რომ უნდა წასულიყო და წავიდა კიდეც,მაგრამ დატოვა ცრემლიანი მოთხრობები..და მაინც ცხოვრება გრძელდება,ქალი ცდილობს მისი მოთხრობები ხალხს გააცნოს,მაგრამ ამაოდ.ცხოვრება რთულია არ უნდა შეშინდე
ჩანაწერები ძველი ქართულის რვეულიდან

Advertisements

About alleskreativ

Life begins with colors.TRY to be colorful მადლობა,რომ კითხულობთ
This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s