მე ბლოგერი ვარ?




აი ამიტომაც გადავწყვიტე დამეწერა ეს პატარა პოსტი..უკვე 1 თვეა ბლოგი მაქვს და გადავწყვიტე მენახა რამდენი პროცენტით ბლოგერი ვარ,თუმცა მე არ ვფიქრობ,რომ ბლოგერი ვარ..ჯერ დიდი გზა უნდა გავიარო…ტესტმა მიჩევენა
70% ..ძალიან გამიხარდა..და თან სტიმული მომეცა..ახლა უკეთესად დავწერ უფრო შემართბეით და ახლი იდეებით..მგონი კარგი იქნება ამ ტესტს სხვებიც თუ გააკეთებენ..მაგრამ მგონი ეს ტესტი უკვე მთელმა ბლოგოსფერომ ნახა და გააკეთა..ალბათ ეს ყველას მსგავსი პოსტი სადმე სხავაგანც გექნებათ წაკითხული,მაგრამ ცოტა განსხვავებული შინაარსით და სიტყვებით..ეს ტესტი კი Dgiuri.Com-ზე ვნახე..
ჩემს აზრს გეტყვით..ეს სცრუის დეტექტორ არ არის,რომ ტყუილზე დაგიჭიროს..უბრალოდ მართლა უნდა გაინტერესებდეს და სიმართლე ჩაწერო…მაგრამ მაინც კარგი რაღაცაა..უბრალოდ
ვინც სიმართლეს დაწერს იმას სიმართლეს ეტყვის..
p.s ხვალ ალბათ ახალ პოსტს დავწერ..ალბათ კი არა
დავწერ! და კიდევ აღარ მომწონს ჩემი ბლოგის თემა..კვირის ბოლოს ახალი თემით დაგხვდებით მე და ჩემი ბლოგი
70%How Addicted to Blogging Are You?

Created by OnePlusYou – Free Dating Site

აი ეს ყველაფერი რაზეც ვლაპარაკობდი


Posted in ბლოგერი, ბლოგი, ტესტი | Leave a comment

როცა ვეღარ ფიქრობ.

ალბათ უკვე ერთი კვირა გავიდა მას შემდგე რაც ახალი არაფერი არ დამიწერია.. და იცით ეს რატომ? იმიტომ რომ ვეღარაფერს ვეღარ ვფიქრობ…ჩემს ბლოგს ჩავუჯდები მინდა ახალი პოსტი დავდო და..არ ვიცი რა უნდა დავწერო.არ ვიცი როგორ უნდა დავწერო.არ ვიცი საიდან უნდა დავიწყო ან რა სათაური შევარჩიო.. ამიტომ ვეღარ ვწერ..ან რომ დავწერო ძალიან აბდაუბდა გამოვა..ისედაც ჩემს ყოველ ახალ პოსტში არის რაღაც აბდაუბდა.. ამიტომ გადავწყვიტე 1 კვირა შესვენება და არაფრის დაწერა…მეგონა ძალებს მოვიკრებდი და ახალი ძალებით აღსავსე კარგ პოსტებს დავწერდი…მაგრამ როცა ჩემს ბლოგს მიუახლოვდი ისევ დამავიწყდა რა მინოდა აქ..ან რა უნდა დამეწერა….იქნებ უბრალოდ ცხელა და ვეღარ ვფიქრობ ან ჩემი მუზა დასასვენებლად წავიდა…მოსაწყენია როცა ბლოგზე შედიხარ და ახალი არაფერი გხვდება.. სურვილი გეკარგება კიდევ ერთხელ სტუმრობის…ხოდა მეც ვითომ სხვისი თვალით შევხედე ჩემს ბლოგს და პირველი რაც ვთქვი ეს იყო..“ნეტა ამ ბლოგის ავტორს ახსოვს რომ ბლოგი აქვს??”

-დიახ!ისიც მახსოვს, რომ ბლოგი მაქვს..და ისიც მახსოვს რომ უნდა მოვუარო..მაგრამ როცა ამის სურვილი საერთოდ არ მაქვს- ძნელია ასე მოიქცე…მგონი ჯობია მე და ჩემი ბლოგი დასასვენებლად წავიდეთ და სექტემბერში ახალი შემართებით დავბრუნდეთ…(რა სისულელეს ვამბობ..სექტემბრამდე აქ შემოსული მკითხველი ისევ უკან უნდა გაბრუნდეს იმის გამო, რომ ახალი ვერაფერი ნახა?)არა..მე ამას არ ვიზამ…შევეცდები,რომ კარგად ვწერო და ჩემს (მცირე) კმითხველს ახალი პოსტები შევთავაზო…მაგრამ ასე ადვილი რომ იყოს წერა…განწყობა თუ არ გაქვს ვერ დაწერ..ამაზე ბევრი დამეთანხმება…მართალია მე განწყობა ხშირად მაქვს მაგრამ არ მეწერინება:( არადა წინათ რა კარგად მეწერინებოდა…ისევ მე უნდა ვწერო…აბა სხვა ჩემს ბლოგს ვერ მიხედავს.. ვერავინ ვერ გაუფრთხილდება ისე როგორც მე… კოპი-პასტეს ოსტატიც არ ვარ,რომ სხვისი პოსტები ჩემთან გადმოვალაგო თან ისე რომ ვერავინ მიხვდეს…ისევ მე უნდა ვწერო.მე...აი ისე როგორც დავიწყე..და ისე როგორც მინდა რომ ვწერდე!!!

Posted in ბლოგი, განწყობა | Leave a comment

არდადეგები და დასვენება


დადგა დრო რომელიც ყველა ბავშვს და არა მარტო ბავშვს უყვარს და უხარია.დაიწყო არდადეგები..დასვენება,განტვირთვა..დადგა დრო როცა უნდა გადაწყვიტო სად დასივენებ,სად წახვალ..დაგეგმო დღეები და გაატარო კარგი დრო… ძალიან მიყვარს არდადეგები..დილით ადრე ადგომას შეჩვეული,ნელ-ნელა ვიწყებ გადაჩვევას…აღარ მესმის მაღვიძარის გამაყრუებელი ხმა…არადა მგონი შემიყვარდა კიდეც..ახლა დილით მხოლოდ დედაჩემის ცოტა გაბრაზებული ხმა მაღვიძებს ისიც 12 საათზე…თბილისში რაღაც ძალიან ცხელა.ალბათ ამას ყველა ამჩნევს და გრძნობს…და ამ დროს გახსენდება ზღვა..მართალია ვერც ჰავაიზე და ვერც რომელიმე მდიდრულ კუნძულზე ვერ გავემგზავრები,მაგრამ არც ჩვენი “კუნძულია”ცუდი.. ბათუმი,ქობულეთი, კვარიათი…მოკლედ ადგილი სადაც შავი ზღვაა (საქართველოში) დღეებს ვითვლი სანამ ჩავალაგებ ჩემს ნივთებს და ვიტყვი “აი,დაიწყო არდადეგები”(ნამდვილი არდადეგები) ადამიანს ყოველთვის ჭირდება დასვენება..სკოლა,გამოცდები,მუშაობა ამ ყველაფრის შემდეგ აუცილებელია დასვენება და განტვირთვა..მინდა მქონდეს კარგი არდადეგები და თქვენც იგივეს გისურვებთ!!!!!

Posted in ბლოგი, ზაფხული, vacation | Leave a comment

save our planet

 


ვიფიქროთ დედამიწაზეც..მგონი მართლა ჭირდება მას ჩვენი დახმარება..მაგრამ ცუდია,რომ ვეღარაფერს შევცვლით.პირიქით ჩვენ ხომ ყოველთვის ყველაფერს ვაფუჭებთ,ვაზიანებთ,არ ვუფრთხილდებით…რა ქნას დედამიწამ??რა მისი ბრალია,რომ არ ვუვლით? კაცობრიობა(ხმამაღალი ნათქვამია)დაფიქრდა თუ როგორ გადაარჩინონ ნახევრად “მკვდარი” დედამიწა..ნეტა მაშინ სად იყვნენ როცა დიდ საწარმოებს აგებდნენ..ნეტა მაშინ რატომ არ ფიქრობენ ამ პრობლემაზე როცა ნავთობს მოიპოვებენ???წინასწარ თავს არ ვიკლავ,მაგრამ რატომღაც მეც დამაფიქრა ამ საკითხმა..ეს ხომ მარტო ჩემი პრობლემა არ არის??ერთხელაც ყველას პრობლემა გახდება და ყველა დაფიქრდება თუ როგორ უშველოთ დედამიწას…ან სულაც მაშინ დავფიქრდებით როცა უკვე გვიანი იქნება..დავფიქრდეთ…იქნებ ჯერ კიდევ შეგვიძლია გადავარჩინოთ დედამიწა..ცხოველებს უმიზეზოთ ხოცავენ,არ უფრთხილდებიან ხეებს,ბუნებას. ტყეები იწვის. ეს ყველაფერი ადამიანის დაუდევრობის ბრალია.


 


 


Posted in Uncategorized | Tagged | Leave a comment

მე მეშინია….


ich habe Angs….დღეს ჩემს მეგობარ googles ვთხოვე მოეძებნა სიტყვა შიში..პირველი რაც ჩამონათვლაში გამოჩნდა იყო ვიკიპედია.. შემდეგ სურათებიც ჩავათვალიერე და გადავწყვიტე ერთი პოსტი მიმეძღვნა ამ მეტად (რაღაცნაირი)თემისთვის. ფობიების სიას გავეცანი და ზოგი მეტად სასაცილოდ მომეჩვენა..არ ვიცი ვის შეიძლება ქონდეს თოვლის ან კომპიუტერის შიში,მაგრამ რადგან ამ სიაშია შესული ესეიგი არსებობს ადამიანი ვისაც ამის ეშინია. რამოდენიმე ფობია ამოვარჩიე და ჩამოვწერ.


შიში..ფობია…

მე ეს ამოვარჩიე.. თქვენ კი თუ დაინტერესდით უფრო ვრცელ სიას გაეცანით:http://ka.wikipedia.org/wiki/ფობიების_სია

რატომ ეშინია ადამიანს?? ან როგორ ხვდება რომ ეშინია?? მართალია შიში არსებობს.ხანდახან იმის გვეშინია რაც სულაც არ არის საშიში..იქნებ თვითონ შიში გვაშინებს. მაგრამ არ არსებობს ადამიანი ვისაც რაღაცის მაინც არ ეშინია…
Posted in ბლოგი, შიში | 1 Comment

ზოგი ასეთია, ზოგიც ისეთი

რაღაც ხალხზე დაკვირვება შემიყვარდა…ალბათ იმიტომ რომ ისინიც მაკვირდებიან…

ქუჩაში როცა გავდივარ ყველას ვუყურებ…ზოგზე მეღიმება, ბოლოს ვხვდები რომ არ შეიძლება ასე და ჩემს თავს ვეუბნები “ჰეი,დაანებე ხალხს თავი” ამდენმა დაკვირვებამ მიმიყვანა დასკვნამდე რომ ყველა განსხვავებულია, ყველა გამორჩეულია…მოკლედ ზოგი ასეთია ზოგი ისეთი…ზოგი დამცინავი მზერით გიყურებს,ზოგი თუ კარგ ხასიათზეა.გიღიმის ან სულაც იმის ფიქრში იქნებ ჩემი ნაცნობიაო გამარჯობას გეუბნება.. :D
ზოგჯერ ძნელია გაუგო ხალხს.. მე ვერ ვხვდები როგორ უნდა გაუგო მათ ვისაც საერთოდ არ იცნობ..ხალხს როომ გაუგო მათ უნდა იცნობდე.. მე ვცდილობ გავუგო ყველას… არ მესმის ჩაკეტილი,უკონტაქტო ხალხის.. ვერ ვხვდები როგორ უნდა იყოს ადამიანი სულ მოწყენილი, ან რა უნდა იყოს ამის მიზეზი…მართლაც ზოგი ასეთია, ზოგი ისე შემოგხედავ შეგაშინებს, ზოგი ძალიან მეგობრულია.. ხანდახან ჩემს მეგობრებსაც ვეღარ ვუგებ…ჩემს თავსაც ვეღარ ვენდობი..აბა ხალხს როგორ უნდა ვენდო ან როგორ უნდა გავუგო…??მაგრამ მე ხომ მაინც ყველას მინდა გავუგო.. დაბნეული დავდივარ და ისევ ისე ვაკვირდები ხალხს….
Posted in ბლოგი, ფერები, წამი | Leave a comment

არაფრის მთქმელი თვალები

თვალები ბევრი რამის მთქმელია.. თვალები ყოველთვის გამხელს ტყუილში..-ბევრი რამ შეიძლება ითქვას მასზე.როცა მიყურებ ლამაზი თვალებით მზეს გავხარ… ასე მგონია დავბრმავდები.. თვალები-შენი ემოციაა, განწყობა..თვალებით ამჩნევ თუ რას განიცდი.რას განიცდიან შენი თვალები..თვლაებით ფიქრობ,აზროვნებ,ამჩნევ,ხედავ…

ჩემს ოთახში სინათლემ შემოანათა.. წამოვდექი და ცას ავხედე..დილის საამო სურნელი იდგა გარეთ,ნიავი ქროდა..ცას ნაცრისფერი დადებოდა.. აი ისეთი მაშინ რომ ვნახე სიზმარში…უცებ რაღაც გამახსენდა. თვალები..სწორედაც რომ შენი თვალების ფერი ჰქონდა ცას..როცა პირველად შეგამჩნიე ვიფიქრე რა ლამაზი თვალები ჰქონია.. მაგრამ რომ დაგაკვირდი მივხვდი თუ როგორი ბოროტი იყო შენი თვალები, როგორი მატყუარა,როგორიც ეს დღე..გარეთ წვიმას აპირებდა.. ალბათ ჩემი ცრემლები წამოწვიმდა…ოთახში შევედი ავიღე კალამი და თოჯინას მივაშტერდი,რომელიც არაფრისმთქმელი თვალებით მიყურებდა…თითქოს ყოველ ნაბიჯს მიკონტროლებდა..გავბრაზდი და ჩემდა უნებურად თოჯინა მოვისროლე..ავტირდი ისევ..გარეთ მოიღრუბლა და წვიმა წამოვიდა..თითქოს მასაც ჰქონდა სათქმელი და ვერ ამბობდა..მე ისევ ისე გავყურებდი ცას…მეც არაფრისმთქმელი თვალები მქონდა…მახსენდებოდა კარგი დრო..ბევრი ცუდიც მახსენდებოდა…მაგრამ ვერ ვივიწყებდი თვალებს..ის თვალები ყველგან დამყვება..ზოგჯერ სევდიანი,არაფრის მთქმელი მაგრამ უძირო როგორც ცა…
 


 

 


 

 

 

 





Posted in განწყობა | Tagged | Leave a comment

ოცნება თუ სიზმარი…


როცა სიზმარია თუ ოცნება ვერ არკვევ.. როცა ღიმილი გინდა,მაგრამ ვერ იღიმი, როცა უბრალოდ საუბარს აზრი აღარ აქვს რჩება მხოლოდ ერთი -წერა..

ხშირად ვოცნებობ .ყველა ოცნებობს რაღაცაზე და მე რომ ვიოცნებო ეს სულაც არ არის დანაშაული…მხატვრები ოცნებით ხატავენ, მწერლები ოცნებით წერენ…მე არც მხატვარი ვარ და არც მწერალი. მე უბრალოდ ბავშვი ვარ, რომელიც ოცნებებზე ოცნებობს…


ჩემი ლამაზი ოცნება,სულაც არ ყოფილა ოცნება, ჩემი ლამაზი ოცნება სიზმარი იყო რომელიც მალე დამთავრდა..

მზის სხივები, ბუნება მაღალი ბალახი. მე მივდიოდი შორს… ვეძებდი რაღაც არნახულს, დაუჯერებლეს… მე შევამჩნიე, მივედი და ბოლოს…. მე დავკარგე..და რატომღაც არ მინდოდა დამეკარგე.. ისევ გავიარე გზა და გამეღვიძა, გამეღვიძა და ავტირდი.. ავტირდი მწარედ.. ვიფიქრე ფიქრებით.. და მე ამახსენდა ბოლოს მაინც დავივიწყე ჩემი სიზმარი..





Posted in ბლოგი, განწყობა, მე----ასეთი ვარ, ოცნება, რიტმი, წამი | 1 Comment

მუსიკა აძლიერებს



მუსიკა—ნოტები.რიტმი.მიყვარს მუსიკა.ვუსმენ.ვთავისუფლდები,,წარმოვიდგენ.მუსიკა შორს მიდის..მუსიკა პროტესტია ყველ;აფრისადმი.თქვი მუსიკით,თქვი სიტყვებით.თქვი რასაც ფიქრობ. მუსიკა აძლიერებს. მე მიყვარს მუსიკა. მუსიკაზე სწავლა და წერა.ასე უფრო ლამაზია ყველაფერი.. მუსიკა ცხოვრებას ამარტივებს..

ვიკიპედიიდან:მუსიკა (ბერძნ. μουσική musike) არის ხელოვნების სახე, რომელიც სინამდვილეს ასახავს მუსიკალური მხატვრული ფორმებით და აქტიურად ზემოქმედებს ადამიანის ფსიქიკაზე. მუსიკას შეუძლია კონკრეტულად და დამაჯერებლად გადმოსცეს ადამიანთა ემოციური მდგომარეობა. იგი გამოხატავს გრძნობებთან დაკავშირებულ განზოგადოებულ იდეებს.

მუსიკალური სახეების ხორცშესხმის საშუალებაა განსაზღვრული წესით ორგანიზებული მუსიკალური ბგერები. მუსიკის ძირითადი ელემენტები და გამოხატვის საშუალებებია: რიტმი, მეტრი, ტემპი, დინამიკა, ტემბრი, მელოდია, ჰარმონია, პოლიფონია. მუსიკა ფიქსირდება სანოტო ჩაწერით და ხორციელდება შესრულების პროცესში. შესრულების საშუალებების შესაბამისად მუსიკას ყოფენ: ვოკალურ, ინსტრუმენტულ და ვოკალურ–ინსტრუმენტულ სახეებად. მუსიკა ხშირად თანმხლებია ხელოვნების სხვა დარგებისა: ქორეოგრაფია, თეატრალური ხელოვნება, კინო. განასხვავებენ ერთხმიან (მონოდია) და მრავალხმიან (ჰომოფონია, პოლიფონია, ჰეტეროფონია) მუსიკას.

ანტიკური და თანამედროვე ცივილიზაციის ხალხებმა საკუთარის მუსიკალური სისტემები განავითარეს. თითოეული კულტურის, ხალხის ხასიათის თავისებურებები ვლინდება მის მუსიკაში. ხალხური შემოქმედების საფუძველზე საზოგადოების განვითარების კანონზომიერებების შესაბამისად ვითარდება პროფესიული მუსიკა, ჩნდება სხვადასხვა სტილები, სკოლები, მიმდინარეობები. მუსიკისათვის დამახასიათებელია მდგრადი ტიპიური სტრუქტურები, რომლებიც გამოხატავენ კონკრეტული ეპოქის მუსიკალური აზროვნების თავისებურებებს.




Posted in აღმოჩენა :), ბლოგი, განწყობა, მუსიკა, ნოტები, რიტმი, წვეთები | Leave a comment

ყველაფერია….


ზაფხული

დადგა ზაფხული… ჩიტები კიდევ უფრო ახმაურდნენ.. ნელ0ნელა მოდის არდადეგებიც.. გამოიდარა..აღარ წვიმს. ყვავილებიც გამოჩდნენ.. ლამაზი ყვავილები…მიყვარს ბუნებაში გასეირნება. მიყვარს ბუნება ზღვა, მთა, ზაფხულის სურნელი მიყვარს..დღეს ზაფხულის პირველი დღეა..ლამაზი მზიანი დღე…

Posted in ბლოგი, ზაფხული | 2 Comments